კომპანია „ალბატროსი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 17:34, 30 Jun, 2018     2252

კომპანია „ალბატროსში“ დღეს ჩხრეკა ჩატარდა, როგორც სამართალდამცავ უწყებაში აცხადებენ, ჩხრეკის მიზეზი ოპერატიული ინფორმაცია გახდა კომპანიის ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალების არსებობის შესახებ. კომპანიის წარმომადგენლობა მომხდართან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

„კომპანია „ალბატროსი „ თითქმის ოცი წელია ლიდერია ბაზარზე მეტალოპლსატმასისა და ალუმინის კარ - ფანჯრისა და საფასადე სისტემის წარმოებაში , „ ალბატროსში“ სამასამდე ადამიანია დასაქმებული, წლების მანძილზე ჩვენი კომპანია კეთილსინდისიერი გადამხდელი და არა ერთი საქველმოქმედო პროექტის განმახორციელებელია

ბოლო რამდენიმე თვეა გრძელდება მიზანმიმართული, აგრესიული კამპანია „ალბატროსის“ მისამართით, ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია გარკვეული ძალების მიერ და მიზნად ისახავს ქართული ბიზნესის რეგრესს, ასობით ადამიანის უმუშევრად დატოვებას.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტის თვეში კომპანია სკანდალში გახვია ყოფილმა თანამშრომელმა - თემა იყო საკმაოდ მძიმე და სენსიტიური - თითქოსდა ჩვენ წამებით მოკლული ქართველი გმირის - არჩილ ტატუნაშვილის ფოტოები შენობის კედლებიდან ჩამოვხიეთ - სათვალთვალო კადრებში ნათლად ჩანს რომ ფოტოები თვითონ ჩამოცვივდა - ჩვენ ეს კადრები არ გავასაჯაროეთ და არ გავაგრძელეთ დავა - რადგან ჩავთვალეთ რომ არ ღირდა ამ მართლაც ძალიან მტკივნეული თემით აპელირება.

დღეს კი , 30 ივნისს, იგივე ძალების მიერ დაიგეგმა ახალი პროვოკაცია კომპანია „ ალბატროსის“ მისამართით - გავრცელდა ინფორმაცია რომ თითქოსდა კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე გარკვეული სახის ნარკოტიკული საშუალებები ინახება - მოგახსენებთ რომ აღნიშნული ტერიტორია არ არის „კომპანია ალბატროსის“მფლობელობაში და კიდევ ერთხელ განვმარტავთ - ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც კომპანია „ალბატროსის“ დისკრედიტაციას ემსახურება“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42