„ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, რომელიც ევროპისა და აზიის კვეთაზე მდებარეობს საკვები შესანიშნავი და ძალიან უხვია, ქართული კვების გამოსახატავი სიტყვაა „სუფრა“, რომლის საუკეთესო თარგმანი იქნებოდა „დღესასწაული“. ეს ხუმრობა არაა. არსებობს ასეთი გამოთქმაც, რომ „ სტუმარი ღვთისაა“, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუმართმოყვარეობა ძალიან ფასობს და ეს ყველაზე მეტად კულინარიაში გამოიხატება. ზოგიერთ რესტორანში მომსახურე პერსონალი საკვებით სავსე თეფშებს ერთმანეთზე ალაგებს, იმიტომ რომ მაგიდაზე ადგილი აღარაა“- წერს ან აბელი და ქართული კერძებიდან განსაკუთრებით გამოარჩევს ხაჭაპურს და კუბდარს, რომელსაც ის ყველით და ხორცით დამზადებულ ღვეზელებს უწოდებს. მისი ყურადღების ცენტში მოექცა ქართული პური და ქართული ბოსტნეული.
როგორც ანა ბელი წერს, ღვინო და საკვები საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, თუმცა არა ერთადერთი:
„მაღალი კავკასიონი შესანიშნავი და განსაცვიფრებელი, ნახატებივით სოფლებით და უძველესი ეკლესიებით. (საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო მსოფლიოში, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო 337 წელს) ეს ყველაფერი იდეალურია ლაშქრობებისთვის, ასევე არის ბუნებრივი ცხელი წყაროები და გოგირდიანი წყლის აუზები, განსაკუთრებით ბორჯომის პარკის მახლობლად.“
ან ბელი თბილისზეც წერს და მას მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ ქალაქად ასახელებს, ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებს „პლეხანოვზე“
„თქვენ შეგიძლიათ გაისეირნოთ პლეხანოვის უბანში, სადაც არის ძველი სტილის სახლები. განახლებული აღმაშენებლის გამზირი და მრავალფუნქციური „ფაბრიკა“ - კაფეები, ბარები, ატელიები და ბუტიკები ყოფილ საბჭოთა სამკერვალო ფაბრიკაში.
ან ბელი მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი უბნების ნუსხასაც აქვეყნებს და მათ შორის არის „პლეხანოვიც“
Barcelona: Sants
Washington, D.C.: Navy Yard
Amsterdam: Amsterdam Noord
Cartagena: Getsemani
Johannesburg: Maboneng
Tbilisi: Plekhanov
Panama City: Casco Viejo
Saigon: District 5
Athens: Keramikos
Seoul: Seongsu-dong
Chicago: Pilsen
Cape Town: Kalk Bay





მასალის გამოყენების პირობები






