მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ტრენინგმოდულზე „სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“ რეგისტრაციას აცხადებს. ტრენინგი განკუთვნილია ყველა სტატუსის მქონე სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის და კლასის დამრიგებლებისთვის.
ტრენინგმოდულის შექმნის მიზანია, ხელი შეუწყოს სკოლაში ბულინგის პრევენციას და ტოლერანტული კულტურის განვითარებას.
ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ როგორც ბულინგის გამომწვევ მიზეზებს, ისე ძალადობის სახეებს, ტიპებსა და ფორმებს. სტერეოტიპული აზროვნების გავლენას ძალადობასა და ბულინგზე. ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა მოსწავლეებში ბულინგისა და ძალადობის თავიდან ასაცილებლად.
მოდულის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ტრენინგის მონაწილე მიიღებს 1.5 კრედიტს.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მიმდინარე წლის 6 ივლისის ჩათვლით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე
ტრენინგის გავლა უფასოა საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებლებისთვის, ასევე იმ კერძო სკოლების პედაგოგებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.
მასალის გამოყენების პირობები