ქურდული „სხოდკა“ სტამბოლში - ბათუმელი „კანონიერი ქურდები“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
კრიმინალი - 18:17, 29 Jun, 2018     11533
გასულ კვირას „პრაიმტაიმში“ გამოქვეყნდა სტატია, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ქართველ „კანონიერ ქურდს“ მინდია გორაძეს, იგივე „ლავას ოღლის“ ქურდული სტატუსი შეუჩერეს. სტატიაში გამოცემა „პრაიმ კრაიმზე“ დაყრდნობით აღნიშნული იყო, რომ „ლავას ოღლისთან“ ერთად სტატუსის გარეშე დარჩნენ მერაბ ჯანგველაძის კლანის წევრი „კანონიერი ქურდები“, კერძოდ, რევაზ უბილავა, იგივე „რეზო ჯვარსკი“ და ლექსო ლოგუა, იგივე „ლექსო გალსკი“.

ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ „ლავას ოღლის“ ინიციატივით სტამბოლში მასშტაბური ქურდული „სხოდკა“ გაიმართა, სადაც მინდია გორაძის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში, ასევე, ბათუმელი „კანონიერი ქურდი“ ასლან ქობულაძე დაადანაშაულეს, რომელიც კრიმინალურ წრეებში „ასლან ბათუმსკის“ მეტსახელით არის ცნობილი.

წყარო „ლავას ოღლის“ გარემოცვიდან გვიყვება, რომ მინდია გორაძის წინააღმდეგ რუსულ საინფორმაციო საშუალებებს დეზინფორმაცია სწორედ ასლან ქობულაძემ მიაწოდა, რომელსაც „ლავას ოღლისთან“ დიდხნიანი დაპირისპირება აკავშირებს. კერძოდ, საუბარია აჭარაში გავლენის სფეროების გადანაწილებაზე.

„რეალურად მინდია გორაძისთვის სტატუსის შეჩერება არ მომხდარა. ასეთი ინფორმაცია შეგნებულად გაავრცელა ასლან ქობულაძემ, რომელიც ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ქურდებმა „სხოდკაზე“ დაიბარეს სტამბულში, მაგრამ არ გამოცხადდა. ხომ ხვდებით ეს უკვე რას ნიშნავს? მას ჰქონდა სურვილი, რომ აჭარაში მის გარეშე არაფერი მომხდარიყო, მაგრამ მინდია მასზე გაცილებით დიდი ავტორიტეტითა და გავლენით სარგებლობს. ასე რომ, ქობულაძის ამბიციები მას სულ არ აინტერესებს. რაც შეეხება იმას, თითქოს მინდია გორაძე ვინმეს კლანის წევრია, ესეც სიცრუეა, რადგან თავად ისეთი წონა და ავტორიტეტი აქვს, რომ აქეთ ჰყავს საკუთარი კლანი. როგორ შეუჩერებდა სტატუსს ნადირ სალიფოვი, როცა „გულისთან“ შესანიშნავი ურთიერთობა აქვს“, – ჰყვება მინდია გორაძესთან დაახლოებული წყარო.

ასლან ქობულაძე 2011 წელს რუსეთში დააკავეს და ნარკოდანაშაულის ბრალდებით სასჯელს ვლადივოსტოკის ციხეში იხდიდა. ის მართლმსაჯულებისგან თავის დაძვრენას ფსიქიკური პრობლემების სიმულაციით ცდილობდა, თუმცა ორგზის ჩატარებულმა სამედიცინო ექსპერტიზამ ასლან ქობულაძე შეურაცხადად არ ცნო.

მიმდინარე წლის 16 თებერვალს მას სასჯელის ვადა ამოეწურა. იმავე დღეს შსს-ს თანამშრომლებმა ქობულაძეს შეატყობინეს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მისი დარჩენა არასასურველად არის აღიარებული და დროებით არალეგალი მიგრანტებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ცენტრში გადაიყვანეს.

დეპორტაციის ერთ-ერთი ყველაზე რეალური მიმართულება საქართველო იყო, სადაც ასლან ქობულაძეზე ძებნაა გამოცხადებული, თუმცა მოულოდნელად ის საქართველოს ნაცვლად თურქეთში აღმოჩნდა, სადაც ბოლო დროს ქართველი „კანონიერი ქურდების“ არნახული კონცენტრაცია ფიქსირდება.

2016 წელს აჭარაში ქართველმა სამართალდამცველებმა ასლან ქობულაძის ვაჟი, ბადრი ქობულაძე დააპატიმრეს. ის ერთ-ერთ კლუბში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს.

ირკვევა, რომ ბადრი ქობულაძე სამ პირთან ერთად დააკავეს. მათ ხულიგნობასა და ძარცვას ედავებიან, კერძოდ: „კლუბში მყოფ ერთ-ერთ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფისა და ძალის გამოყენებით ძეწკვი ჩამოჰგლიჯეს“, – ნათქვამია ბრალის დადგენილებაში, რომელიც პროკურატურამ სასამართლოში წარადგინა.

წყარო: PrimeTime.Ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42