ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი ზაზა ურუშაძე სწორედ იმ დროს იყო საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიას' მფლობელი, რა პერიოდზეც ფიფა კლუბს 38 000 ევროს ედავება. საფეხბურთო კლუბის ყოფილმა მფლობელმა უარი განაცხადა კომენტრზე და ნხევარი საათი აგინებდა ჟურნალისტებს.
მან განაცხადა, რომ ფეხებს ვერავინ მოსჭამს და ფეხებზე კიდია პროკურატურაც,უშიშროებაც და სასამართლოც.
მომხდარამდე რამდენიმე წუთით ადრე, ურუშაძის პასუხისმგებლობა ლანჩხუთის "ნაციონალურმა მოძრაობამ" დააყენა.
ადგილობრივი ლიდერის კახა ასკურვას განცხადებით, არა მარტო 38 ათასი ევრო, არამედ 7 მილიონი ლარიც, რომელიც საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიაზე'' დაიხარჯა, პროკურატურამ უნდა შეისწავლოს.
ლანჩხუთში მიიჩნევენ, რომ ზაზა ურუშაძემ, ლანჩხუთის გამგებლობად ყოფნის პერიოდში - 2014 - 2017 წლები - ადგილობრივი ბიუჯეტიდან ლანჩხუთის "გურიასათვის" გამოყოფილი 7 მილიონი ლარიდან უმეტესობა საკუთარ დასასვენებელი სახლების მშენებლობას მოახმარა კურორტ გრიგოლეთში.
გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს საიდანაც ირკვევა, რომ მარტო ერთ ადგილას, ლანჩხუთის ყოფილ გამგებელს სამი მრავალსართულიანი ვილა აქვს აშენებული.

მასალის გამოყენების პირობები






