მაყურებლების წინაშე საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, სტეფანე, ნინო ქათამაძე,სოფო ნიჟარაძე, „შვიდკაცა“ და ნინა სუბლატი წარდგნენ. საღამოზე გამოვიდა „გრემის“ ორგზის მფლობელი ამერიკელი შემსრულებელი, ლიზა ფიშერი.
გამარჯვებულთა სრული ჩამონათვალი:
წლის დებიუტი : B17 და ლევან ბეიტრიშვილი – „იმიტომ რომ“ (სიმღერა და ტექსტი: ლევან ბეიტრიშვილი)
წლის დუეტი: ვერიკო ტურაშვილი და თემო საჯაია – „თოვს“ (კომპოზიტორი და ტექსტი: თემო საჯაია)
წლის რიმეიქი, ანუ ახალი ვერსია: ლელა წურწუმია და გიორგი მახარაშვილი – „რა კარგი ხარ სიყვარულო“ (კომპოზიტორი: გოგი ცაბაძე / ტექსტი: მორის ფოცხიშვილი)
წლის ჯგუფი და ანსამბლი: ანსაბლი“ თეატრალურის კვარტეტი“ – წერილი (კომპოზიტორი: ჯემალ სეფიაშვილი / ლექსი: პაატა ნაცვლიშვილი)
წლის საუკეთესო ქალაქური სიმღერა: ლაშა ღლონტი – „შენ რომ დიდი იქნები“ (კომპოზიტორი: მამუკა ჩარკვიანი / ლექსი: ჯანსუღ ჩარკვიანი)
ინტერნეტრჩეული – გიგი ადამაშვილი – ქარი ქრის (კომპოზიტორი და ტექსტი: ნატო ღოღობერიძე)
წლის მუსიკალური ტელეპროექტი: „მხოლოდ ქართული“, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“
მუსიკალური პროდიუსინგი: გიორგი კერესელიძე, „ისთერნ პრომოუშენსი“
ქართული მუსიკის პოპულარიზაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ: ქეთი მელუა და „გორის ქალთა კამერული გუნდი“
რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ რჩეული – სტეფანე
ტელეკომპანია Music Box-ის რჩეული – ვერიკო ტურაშვილი და თემო საჯაია – „თოვს“
მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი – გიო ხუციშვილი
წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი – თემურ თათარაშვილი – „გული ადამიანობს“ (კომპოზიტორი და ტექსტი: ცირა ბზიშვილი)
წლის საუკეთესო მომღერალი ქალი – სოფო ნიჟარაძე – „მე საიდუმლოს შენახვა ვიცი“ (კომპოზიტორი: გოგი ცაბაძე / ტექსტი: მორის ფოცხიშვილი)
წლის სიმღერა – ნოდიკო ტატიშვილი და სალომე ბაკურაძე – „ერთხელ წვიმიან ქალაქში“ (კომპოზიტორი: ლილიკო ნემსაძე / ტექსტი: ირინა სანიკიძე)
მასალის გამოყენების პირობები