"განგრენა დაეწყო და ორივე ფეხი მოკვეთეს" - 62 წლის მამაკაცის მძიმე ცხოვრება, რომელსაც საზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 10:30, 27 Jun, 2018     1994
65 წელი - ეს არ არის ისეთი ასაკი, რომ მამაკაცი მოხუცად ჩაითვალოს, თუმცა მწარე ბედმა არ დაინდო ეს მშრომელი კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება მუშაობდა და ოჯახს არჩენდა.

ზურაბი ხარატი გახლდათ და წლების განმავლობაში რკინიგზის ლიანდაგებს არემონტებდა. შესაძლოა, სწორედ ამ მძიმე სამუშაომ იქონია გავლენა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. 2015 წელს იგი საავადმყოფოში დააწვინეს ათეროსკლეროზის დიაგნოზით. სამწუხაროდ, ქვედა კიდურების განგრენა უკვე დაწყებული იყო და ლეტალური შედეგის თავიდან აცილების მიზნით ჯერ ერთი, ხოლო მოგვიანებით მეორე ფეხიც მოკვეთეს.

აი, ასეთ ვითარებაში იმყოფება დღეს ზურაბ ქარსაულიძე, რომელიც მთლიანად არის დამოკიდებული სხვა ადამიანის დახმარებაზე. მადლობა ღმერთს, რომ მის გვერდით არიან მზრუნველი ოჯახის წევრები, თუმცა მწირი მატერიალური შესაძლებლობის გამო, ისინი ვერ უზრუნველყოფენ მას აუცილებელი ამბულატორული მკურნალობით.

საქმე ის არის, რომ ზურაბის მეუღლე - მარიამი, უვლის არამარტო მას, არამედ 32 წლის ქალიშვილსაც, რომელიც დაბადებიდან არის ყრუ-მუნჯი და ხშირად ავადმყოფობს. იგი ერთი წუთითაც ვერ ტოვებს მარტო ქმარ-შვილს. ასეთ დაძაბულ ვითარებაში ცხოვრებამ ნეგატიური გავლენა იქონია 40 წლის ქალის ჯანმრთელობაზე.

„ალბათ ჩემი უფეხო სიცოცხლე დასასრულს უახლოვდება. ყოველდღე შევთხოვ უფალს, რომ შეუმსუბუქოს ჩემს ცოლს მძიმე ხვედრი - ორი ავადმყოფის მოვლა ძალიან რთულია. უფალს შევთხოვ, რომ ჩემი საყვარელი ქალიშვილი კარგად იყოს...უბედური კაცი ვარ, რომ მის მდგომარეობას ვუყურებ და გული მეწვება...“, - ამბობს ზურაბ ქარსაულიძე.

მის ოჯახს პენსიის და მწირი სოციალური შემწეობის გარდა არანაირი შემოსავალი არ გააჩნია. შესაბამისად, მათ არ აქვთ სრულყოფილი კვების და მედიკამენტების შეძენის საშუალება.

ძალიან რთულია ადამიანის მდგომარეობა, რომელიც თავს უმწეოდ გრძნობს და მწარედ განიცდის ამ ფაქტს. მეგობრებო, მოდით არ დავტოვოთ ჩვენი ყურადღების მიღმა ეს კეთილი ადამიანი და გავუწოდოთ მას დახმარების ხელი. ამჟამად ზურაბს ესაჭიროება ჰიგიენური საშუალებები, წამლები, საკვები პროდუქტები!

წარმოიდგინეთ, როგორი სიხარულით აივსება მისი გული, როდესაც თქვენს თანადგომას იგრძნობს, ეს ხომ მას ცხოვრების გაგრძელების დიდ იმედს მისცემს!

თუ გაქვთ სურვილი დაეხმაროთ ზურაბ ქარსაულიძეს, თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ზურაბ ქარსაულიძე) ან ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/337-karsaulidze/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42