შვილმოკლული მამა აღნიშნავს, რომ მისი გაღიზიანება გამოიწვია ფხაკაძის მხრიდან მოწმე კალანდიას გამართლების მცდელობამ.
„პირდაპირ ვაგინებდი ბატონ ფხაკაძეს და კიდევ შევაგინებ, როდესაც საშუალება მექნება პირადადაც...
ცრემლები წამოუვიდა ჩემს მეუღლეს, კიდევ ჩვენი შვილის მკვლელს აფარებს ხელსო. ამან ძალიან გამაღიზიანა და უშვერი სიტყვებით ვაგინე,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ და თქვა, რომ მან ტექსტური შეტყობინება პროკურორს დღესაც მისწერა და ისიც იგივე შინაარსის იყო.
ვაგინე კი არა, ყელი რომ არ გამოვჭერი, რატომ არ უკვირს, საინტერესოა. სასამართლოზე რომ ვაგინე, ის რატომ არ გაასაჯაროვა. განაჩენი რომ გამოიტანეს და ორივე მკვლელი რომ გაამართლეს და ჩემი შვილის მკვლელი რომ არ არსებობს,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ზაზა სარალიძემ არჩევანის ეთერში ის ტექსტური შეტყობინებებიც წაიკითხა, რომელიც პროკურორს მისწერა.
„ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევს სიმართლის ლაპარაკი, ბატონო ზვიად! კიდევ ერთხელ გირჩევ, აზრზე მოდი!“ - მისწერა ზაზა სარალიძემ პროკურორს, რასაც მისი თქმით, გინებაც მიაყოლა.
მასალის გამოყენების პირობები






