ინტელექტუალურ ჩემპიონატს ემოციების გარეშე არ ჩაუვლია.
პირველი ადგილის მფლობელი გახდა თბილისის N155 საჯარო სკოლის მე-8 კლასის „დიდუბის ეტალონი მოსწავლე“ ლაზარე ბედუკაძე.
მეორე ადგილზე გავიდა „მარნეულის ეტალონი მოსწავლე“ - შაუმიანის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მილენა ადამიანი.
მესამე ადგილზე კი „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე“ - ზემო ნატანების საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ქეთევან ხომერიკი გავიდა.
ღონისძიებას, მონაწილეების გულშემატკივრების გარდა, ლიეტუას ელჩი, განათლების სამინისტროს, მუნიციპალიტეტების, რესურსცენტრების წარმომადგენლები და პარლამენტარები ესწრებოდნენ.
განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა „ეტალონ მოსწავლეებს“, მათ გულშემატკივრებსა და რუსთველის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა:
„მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მაქვს შესაძლებლობა ამ ღონისძიებას ვესწრებოდე. „ეტალონი“ გვიწყობს ცოდნის ზეიმს. მე ვარ ძალიან ამაყი, ჩვენ გვყავს „ეტალონი მოსწავლეები“. ქედს ვიხრი თითოეული მოსწავლის წინაშე, ეს საქართველოს მომავალია. დიდ გულწრფელ მადლობას გიხდით. თქვენ ხართ გამარჯვებულები, წარმატებულები თქვენ ხართ ისეთ კონკურსზე, სადაც მხოლოდ საკუთაირ ცოდნისა და თავის იმედით უნდა იყოთ. დიდი მადლობა ბატონ გოჩას. ეს მისი ინიციატვა იყო და ჩვენ მხარი დავუჭირეთ, რომ „ეტალონი“ გამხდარიყო საყოველთაო ინტელექტ-ჩემპიონატი. ბედნიერება ყველას სჭირდება, ბედნიერება კი განათლებაშია.“
გამარჯვებულს პრიზი გადასცა განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა. სამშენებლო კომპანია „ანაგიმ“ პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს, „კულა“ მეორე ადგილის მფლობელს და „ახალმა ნათებამ“ მესამე ადგილზე გასული მონაწილეები პრიზებით დააჯილდოვა.
მასალის გამოყენების პირობები