რაც შეეხება შს მინისტრსა და იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას, სარალიძე ამბობს, რომ წულუკიანსა და გახარიასთან შეხვედრას იმ შემთხვევაში მოითხოვს, თუ ისინი თანამდებობაზე დარჩებოდნენ.
„ჩვენ შვილმოკლული მამა ვართ. ჩვენ ორივე ვეძებთ სამართალს. მე რომ გენერალური პროკურორი ვიყო, ან გიორგი გახარია ვიყო, ორივეს დავაკავებდი როგორც კი დამთავრდებოდა მათი დაკითხვა, რადგან უაზრობას ლაპარაკობენ. ძალიან კარგია ეს კომისია რომ შეიქმნა, რადგან საზოგადოება ხედავს, რომ არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ. პირდაპირ ჩანს, რომ ორივე მფარველობდა ამ საქმეს. წესით, მაშინვე უნდა დააკავონ როგორც კი დამთავრდება მათი დაკითხვა, მაგათ თუ თავში ჭკუა აქვთ, მაგრამ არ აქვთ ჭკუა. აუცილებლად შევხვდები ახალ პრემიერ-მინისტრს, თუმცა ველოდები ჯერ მინისტრთა კაბინეტის დანიშვნას, რომელი მინისტრი დარჩება. აუცილებლად მინდა შევხვდე თეა წულუკიანსა და გახარიას. აქედან გამომდინარე, ცოტა ხანი დაველოდები, დანიშნავენ თუ არა ისევ ამ ორივეს. თუ არადა, მაინც მოვითხოვ, რომ გახარია და წულუკიანი დაესწროს შეხვედრას", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






