სამართალდამცავებს მომღერლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილები იდენთიფიცირებული ჰყავს, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის არცერთი მათგანი დაკავებული არ არის.
ჩვენი ინფორმაციითვე, გამოძიება დანაშაულის ერთ-ერთ მოტივად ნარკოტიკების გამო დაწყებულ უთანხმოებასაც განიხილავს.
უფრო კონკრეტულად, ერთ-ერთი ვერსიით, გოგოები, რომლებმაც ირაკლი ნოზაძეს სახლთან მიაკითხეს, მომღერლისგან ნარკოტიკეულ საშუალებებს ითხოვდნენ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბრალდებულებს ნოზაძისთვის ფული წინასწარ ჰქონდათ მიცებული, მომღერალი კი მათ ზარებს არ პასუხობდა, საბოლოოდ კი, ეჭვმიტანილები "ქუჩის ბიჭების" სოლისტის საცხოვრებელ სახლში მივიდნენ. ყვირილზე ნოზაძე იძულებული გახდა, მსუბუქ ავტომობილში ჩამჯდარიყო, სადაც დაჭრეს .
"ნიუპოსტი" ამ ვერსიის გადამოწმებას ირაკლი ნოზაძის მეგობრებთან შეეცადა, თუმცა მათ აღნიშნული ვერსიის არ სჯერათ.
მათთვის ასევე, უცნობია, რა აკავშირებდა 29 წლის თამთა ჯანჯღავას მომღერალთან.
მასალის გამოყენების პირობები