საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მთელი ქვეყნის მასშტაბით ფოლკლორული ფესტივალი გაიმართება
კულტურა - 13:05, 26 Jun, 2018     1893
საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკის მხარადაჭერით 2018 წლის ივლისიდან ნოემბრის თვის ჩათვლით, საქართველოს რვა რეგიონში, ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ გაიმართება.

„ფუძეობა“ კომპანია GeoTourist-ის საავტორო სოციალური პროექტია, რომელიც ხორციელდება მუნიციპალიტეტებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, პროექტ CHECK IN GEORGIA-ს მხარდაჭერით. პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონალური კულტურის განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერა. ფესტივალის სლოგანია „დაუბრუნდი ერთი დღით შენს ფუძეს“. თითოეულ ღონისძიებაზე ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი რეგიონის ფოლკლორული მახასიათებლები. ღონისძიებაში მონაწილეობას 10 000-მდე ადამიანი მიიღებს, მათ შორის რეგიონის ფოლკლორის წარმომადგენლები და პოპულარული ქართველი შემსრულებლები. პროექტი ფოლკლორის სფეროში მოღვაწე ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, წარადგინონ საკუთარი ნამუშევრები. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება რეგიონის მასშტაბით სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

ფესტივალი საინტერესოა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის, რადგან ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საფესტივალო ქალაქი. ადგილზე მისულ სტუმრებსა და უცხოელ ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ კონკრეტული რეგიონისათვის დამახასიათებელი სამზარეულო, მიიღონ მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებებში: სირბილი, მკლავჭიდი, ჭიდაობა. ფუძეობაზე მოსული სტუმრები შეძლებენ იხილონ რეგიონისთვის დამახასიათებელი აღდგენილი ქართული თამაშები. ისეთი, როგორიცაა: მშვილდოსნობა, სამჭიდი, ქვაჭილდაობა, შუბოსნობა. მოეწყობა საბავშვო გასართობი კუთხე.

დასკვნით კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი 33ა, ანსამბლი „ერისიონი“, ნიკოლოზ რაჭველი და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი; ანსამბლი „რუსთავი“, დავით არჩვაძე, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ანსამბლი „შვიდკაცა“. ფესტივალის ფორმატიდან გამომდინარე პრიზებით დაჯილდოვდებიან ფოლკლორის სფეროში მოღვაწე ადამიანები.

ფესტივალის ფარგლებში, ღონისძიებები განხორციელდება:

სამცხე- ჯავახეთი - ბაკურიანი - 21 ივლისი

ზემო სვანეთი - მესტია - 29 ივლისი

მცხეთა-მთიანეთ - ყაზბეგი - 11 აგვისტო

რაჭა- ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - ამბროლაური - 27 აგვისტო

შიდა ქართლი - ნიქოზი - 29 სექტემბერი

სამეგრელო - ფოთი - 6 ოქტომბერი

გურია - ოზურგეთი - 12 ოქტომბერი

კახეთი - ყვარელი - 8 ნოემბერი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42