"სამი წელია ხორცი არ მიჭამია...ეჰ, როგორ მომენატრა!" - 71 წლის უსინათლო მარტოხელა მამაკაცის ისტორია
საზოგადოება - 10:48, 26 Jun, 2018     2457

71 წლის ავაქ მარქაროვი უსინათლო და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანია, რომელიც გულში დიდ ტკივილს ატარებს. 2000 წელს მას I ტიპის შაქრის დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს. სერიოზული გართულების თავიდან ასარიდებლად მოგვიანებით მას ქვედა კიდურების თითების ამპუტაცია ჩაუტარეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ მან მხედველობაც დაკარგა და თავად უხდებოდა ამბოლატორიული პროცედურების ჩატარება, რამეთუ გვერდით არავინ ჰყავდა...

ავაქ მარქაროვი პროფესიით ტექნოლოგია, 30 წლის განმავლობაში იგი ტრიკოტაჟის ფაბრიკაში მუშაობდა და სხვადასხვა სახის პროდუქციას აწარმოებდა. სამწუხაროდ, დღეს იგი ყველასგან დავიწყებულია, არავინ ნახულობს და არავის აინტერესებს მისი ბედი.

ავაქის თქმით, უფროსი ვაჟიშვილი აფხაზეთში დაიღუპა, სადაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდა, ხოლო უმცროსი შვილი - რამდენიმე წლის წინ რუსეთში წავიდა და მამა მიატოვა.

„მე საკუთარი საცხოვრებელიც კი არ გამაჩნია. ერთმა კეთილმა ადამიანმა შემიკედლა და მითხრა: „იცხოვრე აქ რამდენიც გინდა, თუმცა ხშირად ვფიქრობ - ღირს ცხოვრების გაგრძელება? ზამთარში მცივა, ხშირად ვშიმშილობ...თქვენ ალბათ არ დაიჯერებთ, რომ უკვე სამი წელია, რაც ხორცი არ მიჭამია...ეჰ, როგორ მომენატრა! ვოცნებობ, ნეტავი ვინმე ერთ თეფშ ბულიონს გაიმეტებდეს ჩემთვის... პური და იაფფასიანი ყველი - აი, ჩემი ყოველდღიური სადილი...“, - ამბობს ავაქ მარქაროვი.

ამ ხანდაზმულ უსინათლო ადამიანს უამრავი დაავადება აწუხებს, მათ შორის გულის უკმარისობა და ჰიპერტონია, მაღალი წნევისგან სული ეხუთება და თავბრუ ეხვევა...

პენსია და მიზერული სოციალური შემწეობა მედიკამენტებს და კომუნალურ გადასახადს ხმარდება, ხოლო საკვების საყიდელი ფული მას პრაქტიკულად არც კი რჩება.

იგი ოთახში კედელზე მიყრდნობით გადაადგილდება, ხშირად რაღაცას გამოკრავს ფეხს და იატაკს ენარცხება. ათასში ერთხელ რომელიმე მეზობელს ეზოში გაჰყავს სუფთა ჰაერზე, თუმცა იქ ცოტახანში ორიენტირს კარგავს და მწარედ განიცდის მის უმწეო მდგომარეობას.

მეგობრებო, შეუძლებელია ამ ხანდაზმული ადამიანის ისტორია გულთან ახლოს არ მივიტანოთ. იგი ჩვენს დახმარებას და თანადგომას საჭიროებს.

თუ გაქვთ სურვილი გაუწოდოთ ავაქ მარქაროვს დახმარების ხელი, დააპუროთ იგი და გაახაროთ, თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ავაქ მარქაროვი) ან ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/336-markarov/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42