გადავარჩინოთ ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე - ანა კერესელიძეს ჩვენი დამარება სჭირდება
საზოგადოება - 17:12, 25 Jun, 2018     3936

ფონდი "სიკეთის კვალი" საზოგადოებას ანა კერესელიძისთვის დახმარებას სთხოვს. ანას სიცოცხლის გადასარჩენად 91 000 $ სჭირდება, დრო კი ძალიან ცოტაა - 3 კვირა.

"გუშინ რომ ვესაუბრებოდით ანას გვითხრა: რა აზრი აქვს ჩემი მონაცემების გამოქვეყნებას და უცხო ადამიანების შეწუხებას, მათ უამრავი ბავშვი ყავთ გადასარჩენი და მართლებიც იქნებიან თუ მე კი არა სხვას დაეხმარებიან და გადაარჩენენ. არ მინდა შევაწუხო ვინმე ჩემი მომაკვდავი სახის ყურებით, რადგან როგორც ექიმები მეუბნებიან დრო ცოტა მაქვს, თანხას თუ ვერ შეაგროვებთ, დამთავრდება ყველაფერიო, ამდენს როგორ შევაგროვებთ 91.000 $ რამოდენიმე კვირაში, ალბად უნდა შევეგუო იმ აზრს, რომ შეიძლება ყველაფერი დამთავრდეს... აქ დამთავრდა გუშინდელი ჩვენი საუბარი, რადგან ვეღარ შეძლო ანამ ამ მძიმე თემაზე საუბარი...

5 წელია ჩვენი ფონდი ეხმარება კეთილი ადამიანების დახმარებით ყველას და ბევრი გამარჯვება გვახსოვს, როდესაც დროულად შევძელით თანხის შეგროვება და ვიხსენით სიკვდილისგან ადამიანები, სამწუხაროდ, ასევე იყო შემთხვევები, როდესაც მძიმე დიაგნოზის გამო არ გვქონდა დიდი დრო და ვერ შევძელით თანხის შეგროვება, რადგან ყველა ფიქრობდა ჩემი 1 ლარით რას ვუშველი, სხვას მეტი ექნება და ის დაეხმარებაო .არადა სწორედ თითო ლარებით შეგვიგროვებია ასიათასობით ლარი და გადაგვირჩენია ადამიანები.

გვაპატიეთ მეგობრებო თუ თავი შეგაწყინეთ თხოვნით,მაგრამ თქვენს იქით სხვა გზა არ გვაქვს, არც ჩვენ და არც ოჯახს. გადავარჩინოთ ახალგაზრდა გოგო, გთხოვთ ...

ყველაფერი რამოდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც ანას ლეიკემია დაუდგინეს, ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ 3 ქიმიოთერაპია ჩაუტარდა, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, ორგანიზმი დაემორჩილა მკურნალობას და ყველასთვის მოულოდნელად, სამწუხაროდ, ისევ შემობრუნდა დაავადება, უფრო გართულებული და აგრესიული ფორმით, რამაც განაპირობა ანას სიცოცხლსი ეჭქვეშ დაყენება, აქ ვერ გარისკეს მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის ჩატარება. ამიტომ, დაუყონებლივ გასცეს დასკვნა ექიმებმა, რომ გადაუდებელი მკურნალობა მიეღო თურქეთის კლინიკაში. ანას სტამბულის კლინიკაში ჩაუტარდა მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია , რომელიც 34.000 $ დაჯდა. ეს თანხა ოჯახმა ახლობლების, მეგობრების, უცხო ადამიანების დახმარებით შეაგროვეს და გადაიხადეს დავალიანება. 5000 $ -ით ჯანდაცვის სამინისტროც დაეხმარა.

მთავარი ბრძოლა კი ეხლა იწყება...

ანას გადასარჩენად ოჯახს 91.000 $ სჭირდება, ექიმები პირდაპირ ეუბნებიან ანას, რომ თუ ამ რამოდენიმე კვირაში არ გადაინერგე ძვლის ტვინი, შენი ორგანიზმი და სისხლი გადაივსება სრულად სიმსივნური წარმონაქმნებით და ყველაფერი დამთავრდებაო .

მეგობრებო თქვენი 1 ლარიც კი გადამწყვეტია ამ მომენტში , გთხოვთ , გავერთიანდეთ და გადავარჩინოთ ეს გოგოც, ჩვენ ერთად უამრავი სიცოცხლე გადაგვირჩენია. სასწაულები ხდება! თუ გავერთიანდებით და მოვინდომებთ, ყველაფერი კარგად იქნება.

საქველმოქმედო ზარის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოდან: ჯეოსელის,მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის
დარეკეთ 0 901 700 177 (ზარის ღირებულება 1 ლარი)

ასევე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია საქართველოს ბანკის / Express Pay და თიბისი ბანკის / tbc pay სწრაფი გადახდის აპარატებიდან 24 საათის განმავლობაში ,მთელი საქართველოს მაშტაბით.(მინიმალური შენატანი 1 ლარი) ქველმოქმედებაში მოძებნეთ ფონდი სიკეთის კვალი .

საბანკო რეკვიზიტები:

თიბისი ბანკი : TBCBGE22

GE34TB7319436080100002 GEL

GE78TB7319436180100002 USD

GE08TB7319436180100001 EUR

საქართველოს ბანკი: BAGAGE22

GE10BG0000000667885400 GEL

GE10BG0000000667885400 USD

GE10BG0000000667885400 EUR

მიმღები : ფონდი სიკეთის კვალი

დანიშნულებაში მიუთითეთ : ანა კერესელიძის გადასარჩენად

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მობილურზე 568 27 11 55," - ნათქვამია "სიკეთის კვალის" განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42