თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის და ჰარვარდის სამართლის სკოლის ერთობლივი სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულების დაჯილდოება გაიმართა
საზოგადოება - 16:10, 25 Jun, 2018     1550

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 42 სტუდენტს თსუ-სა და ჰარვარდის (აშშ) სამართლის სკოლის ერთობლივი სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულის სერტიფიკატი გადაეცა.

თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და ჰარვარდის სამართლის სკოლის თანამშრომლობით სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, გაეღრმავებინათ ცოდნა საავტორო სამართალში და გაევლოთ ჰარვარდის პროფესორის - ვილიამ ფიშერის საავტორო სასერტიფიკატო კურსი - CopyX.

თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თამარ ზარანდიას განცხადებით, „ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ამ კურსზე. დარეგისტრირებული 450 სტუდენტიდან, შეირჩა 50, აქედან 42-მა სტუდენტმა უკვე წარმატებით დაასრულა ეს კურსი. თსუ იურიდიულ ფაკულტეტს ინსტიტუციური თანამშრომლობის ძალიან ფართო ქსელი აქვს. წელს პირველად განვახორციელეთ ეს სასერტიფიკატო კურსი ჰარვარდის სამართლის სკოლასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“

კურსი მოიცავდა როგორც დისტანციურ, ისე ლოკალურ მეცადინეობას. დისტანციურ კურსს უძღვებოდა პროფესორი ვილიამ ფიშერი, ხოლო ლოკალურ მეცადინეობებს, რომელიც ყოველკვირეულად ტარდებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელმძღვანელობდნენ თსუ იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი მარიამ ღუბიანური და ქეთევან ურიდია.

„საკმაოდ საინტერესო კურსია. ძალიან ბევრი რამე ვისწავლეთ, მით უფრო, რომ საქართველოში ამ მიმართულებით ცოტა ქეისია. კარგი გამოცდილება შევიძინეთ, გავიღრმავეთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა,“ - აღნიშნა თსუ სტუდენტმა თორნიკე პეტრიაშვილმა.

კურსი 12 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. სტუდენტებს, რომელთაც წარმატებით ჩააბარეს დასკვნითი გამოცდა, ჰარვარდის სამართლის სკოლისა და თსუ-ს სერტიფიკატები გადაეცათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42