ცოლ-ქმრის საზარელი მკვლელობა - სად გაქრა $10-ათასიანი ბეჭედი და რა კავშირი აქვს „კანონიერ ქურდებთან“
კრიმინალი - 12:07, 25 Jun, 2018     5933
მეოცე საუკუნის 70-იან წლების მეორე ნახევარში ქურდულმა კოდექსმა გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ავტორიტეტებს ქონების შეძენის უფლება მიეცათ. ამავე პერიოდში ზოგიერთმა კანონიერმა ქურდმა წოდებაზე უარი ნებით განაცხადა და ხელი საქმოსნობას მიჰყო, რაც ე.წ. ძუკნების ომის საბაბი გახდა (ძუკნა ექსქურდის სინონიმია)... შეუმოწმებელი ინფორმაციით, ძუკნების უკან საბჭოთა ხელისუფლების გავლენიანი მაღალჩინოსნები იდგნენ და მათი დახმარებით, ზოგიერთი “ძუკნა” სახელმწიფო თანამდებობებზეც დაინიშნა. ამიტომ კანონიერმა ქურდებმა “ძუკნების” ლიკვიდაცია გადაწყვიტეს...


ე.წ. ძუკნების ომი საქართველოში საქმოსნების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას დაემთხვა. ცოლ-ქმარი პატარაია (ეთიკური მოსაზრებით, პერსონაჟთა გვარ-სახელები შეცვლილია), რომელსაც ზუგდიდში სასადილო ჰქონდათ, სამშობლოდან სწორედ იმხანად გაიქცნენ. ისინი სტავროპოლის მხარეში დასახლდნენ და იმჟამინდელ სამხარეო კომიტეტის პირველი მდივან მიხეილ გორბაჩოვს (გორბაჩოვს ეს თანამდებობა 1971-79 წლებში ეკავა) დაუხლოვდნენ, თუმცა საბჭოთა კავშირის მომავალ პირველ მდივანთან მეგობრობა ცოლ-ქმრისთვის საბედისწერო აღმოჩნდა...

მკვლელობა ლენინის ქუჩაზე

- არკადი ვლადიმერის ძევ, მაპატიეთ, ასე გვიან რომ გაწუხებთ, მაგრამ სასწრაფოდ სამსახურში უნდა მოხვიდეთ, - მოუბოდიშა სტავროპოლის მხარის სისხლის სამართლის სამძებროს უფროსს მილიციის მორიგემ.

- ოლეგ, რა ხდება?

- ლენინის ქუჩაზე მკვლელობაა...

- ვინ მოკლეს? - უხალისოდ იკითხა არკადი ვლადიმერის ძემ.

- ცოლ-ქმარი პატარაია საკუთარ ბინაში ჩაცხრილულები იპოვეს...

- ეს შეუძლებელია, - ამოილუღლუღა სისხლის სამართლის სამძებროს უფროსმა, - მიხეილ სერგის ძეს უკვე შეატყობინეთ?

- არა!.. მასთან დარეკვა, როგორც მილიციის უფროსმა ბრძანა, თქვენ მოგიწევთ...

- ოჰ, - აღმოხდა არკადი ვლადიმერის ძეს და ტელეფონის ყურმილი დაკიდა...

მას შემდეგ, რაც ირაკლი და ეთერ პატარაიები ზუგდიდიდან გაიქცნენ, ადგილობრივებს მათ შესახებ არაფერი გაუგიათ. ერთადერთი, ვისაც ცოლ-ქმართან კონტქატი არ გაუწყვეტია, აფხაზეთის საოლქო კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის სიძე ვარლამ სარია იყო, რომელიც გალში ღვინის მაღაზიის გამგედ მუშაობდა. სხვათა შორის, პატარაიების მკვლელობის შემდეგ აფხაზეთის შს სამინისტროს თანამშრომლებმა სარია სახელმწიფო ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით დატაცებისთვის დააპატიმრეს და ბრალი სისხლის სამართლის იმჟამინდელი კოდექსის 93-ე მუხლით წაუყენეს, რაც თავისუფლების 15 წლით აღკვეთას ან დახვრეტას ითვალისწინებდა, თუმცა სარიამ საპყრობილეში მხოლოდ 4 წელი გაატარა

...შემთხვევის ადგილზე მისულ არკადი ვლადიმერის ძეს საშინელი სურათი დახვდა: ირაკლი პატარაიას ცხედარი საპირფარეშოში ეგდო, მისი მეუღლე კი თავდამსხმელებს საწოლში მოეკლათ...

- უფროსო, ერთ-ერთი მეზობელი ამბობს, რომ თავმდამსხმელები დაინახა, - მოახსენა არკადი ვლადიმერის ძეს ხელქვეითმა.

თვითმხილველი სამოც წელს გადაცილებული ქალბატონი აღმოჩნდა, რომელიც ნანახს სლუკუნ-სლუკუნით ყვებოდა:

- როგორც წესი, გარიჟრაჟზე ვდგები. ტრადიციას არც ამ დილას ვუღალატე... სააბაზანოში შევდიოდი. მოულოდნელად ეზოდან ხმაური შემომესმა. ფანჯარასთან მივედი... სწორედ ამ დროს პატარაიების ჭიშკართან ავტომანქნა გაჩერდა. სახლიდან ორი ახალგაზრდა გიჟივით გამოვარდა და მანქანაში ჩაჯდა... ეს ახალგაზრდები პატარაიებთან სხვა დროსაც მინახავს...

- მათი ვინაობა იცით?

- ერთს, თუ არ ვცდები, ვიტალი ჰქვია...

მილიციამ მოკლული ცოლ-ქმარის ნაცნობების შესწავლა დაიწყო, მაგრამ ვიტალის ვერ მიაკვლია. მხოლოდ იმის დადგენა მოხერხდა, რომ თავმდამსხმელებმა პატარაიების ბინიდან არაფერი წაიღეს, ანუ მკვლელობა ქურდობის მიზნით არ იყო ჩადენილი, მაგრამ რატომ გამოასალმეს ცოლ-ქმარი სიცოცხლეს? გამოძიება ჩიხში შევიდა...

პატარაიების ბურუსით მოცული მკვლელობიდნა ორი-სამი თვის შემდეგ არკადი ვლადიმერის ძეს ინფორმატორი დაუკავშირდა და საინტერესო ცნობა მიაწოდა:

- მოგეხსენებათ, საოლქო კომიტეტის მდივნის მეუღლე ქალბატონ რაისა მაქსიმოვნა ანტიკვარებისა და ძვირფასეულობის მოყვარულია. ეთერ პატარაიამ გადამყიდველებისგან უძვირფასესი ბრილიანტის ბეჭედი 10 ათას დოლარად იყიდა და რაისას მიართვა. მართალია, ეთერი მას საჩუქრებს სისტემატურად უძღვნიდა, მაგრამ ამჯერად რაისამ საჩუქრის მიღებაზე უარი განაცხადა.

- რატომ? - არკადი ვლადიმერის ძემ ინფორმატორს სიტყვა გააწყვეტინა.

- რაისა მაქსიმოვნას ასე უთქვამს, ეს ბეჭედი ერთ-ერთ მუზეუმში მაქვს ნანახი, როგორც ჩანს, იქიდან მოიპარეს და არ მინდა, თავი შარში გავყოო.

- ბეჭედი ახლა სად არის?

- აბა, მე საიდან უნდა ვიცოდე, უფროსო? - მხრები აიჩეჩა ინფორმატორმა.

- თავდამსხმელები, როგორც ჩანს, ამ ბეჭედს ეძებდნენ, - ჩაილაპარაკა არკადი ვლადიმერის ძემ...

სამართალდამცავებმა პატარაიების ბინა ხელახლა გაჩხრიკეს, თუმცა 10-ათას დოლარიან ბეჭედს, ცხადია, ვერ მიაგნეს. მიუხედავად ამისა, სისხლის სამართლის სამძებროს უფროსს ეჭვი გაუჩნდა, რომ მკვლელობა სწორედ ამ ბეჭდისთვის მოხდა. სხვათა შორის, არკადიმ ერთი-ორჯერ გაიფიქრა, მკვლელობის უკან, შეიძლება, საოლქო კომიტეტის თავმჯდომარის გარემოცვა დგასო, მაგრამ ამის შესახებ ხმამაღლა არავისთვის უთქვამს...

...ცოლ-ქმარ პატარაიების მკვლელობიდან 6 თვის შემდეგ დრანდის საგამოძიებო იზოლატორს მოულოდნელად საბჭოთა კავშირის ციხეების და საგამოძიები იზოლატორების უფროსი ედუარდ ბაგატობა ესტუმრა. მას უშიშროების თანამშრომელიც ახლდა...

- ჩვენი ვიზიტი გასაიდუმლოებულია, - განუცხადა ბაგატობამ დრანდის საგამოძიებო იზოლატორის ხელმძღვანელობას და პატიმარ ვარლამ სარიასთან შეხვედრა მოითხოვა.

- რით დავიმსახურე თქვენი ყურადღება? - ჰკითხა პატიმარმა მოსკოველ სტუმარს.

- პატარაიების მკვლელობაზე რა იცი?

- პატარაიები ვინ არიან? - გაოცდა სარია.

- შენი მეგობრები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ სტავროპოლში დახოცეს.

ვალერი სარიამ პირში წყალი ჩაიგუბა...

- ვალერი სარიას უნდა ვათქმევინოთ, რომ პატარაიები მიხეილ გორბაჩოვის დავალებით მოკლეს. თუ ასეთ ჩვენებას მოგვცემს, მას სასჯელს გავუნახევრებთ, - იმპერატიულად განაცხადა ედუარდ ბაგატობამ და დრანდის საგამოძიებო იზოლატორის ხელმძღვანელობას ალმაცერად შეხედა.

მოსკოველმა სტუმრებმა საქართველო გამთენიისას დატოვეს... დრანდის საგამოძიებო იზოლატორის ხელმძღვანელობამ ვარლამ სარიას “დამუშავება” დაიწყო. პატიმარი მალე გატყდა და სამართალდამცავებს დაუჯერებელი ისტორია უამბო:

- სტავროპოლურ მაფიას მფარველები საოლქო კომიტეტში ჰყავს. საოლქო კომიტეტის თავმჯდომარესთან ადგილობრივი კრიმინალებიც მეგობრობენ და საქმოსნები პარტიულ ხელმძღვანელობას ხარკს სწორედ მათი ხელით უგზავნიან...

- პატარაიების მკვლელობაც საოქლო კომიტეტის მდივანმა შეუკვეთა?

- ალბათ... ყოველ შემთხვევაში, მასთან შეთანხმებული იქნებოდა.

- რას ერჩოდნენ ცოლ-ქმარს?

- მას შემდეგ, რაც რაისამ ძვირადღირებული ბეჭდის აღებაზე უარი განაცხადა, პატარაიებს საოქლო კომიტეტის მდივანთან ურთიერთობა გაუფუჭდათ. საწყალ ეთერს სადღაც წამოსცდენია, რაისას მადა თანდათან ეზრდება და 10-ათას დოლარიანი საჩუქრებიც აღარ მოსწონსო... ამის შესახებ, როგორც ჩანს, რაისას შეატყობინეს... პატარაიებმა საოლქო კომიტეტის მდივნის ბევრი საიდუმლო იცოდნენ...

დრანდის საგამოძიებო იზოლატორის ხელმძღვანელობამ ვარლამ სარიას აღიარებითი ჩვენების შესახებ ედუარდ ბაგატობას საიდუმლოდ უპატაკა...

სტავროპოლის მილიციამ, მასალების არარსებობის გამო, პატარაიების მკვლეობაზე ძიება შეწყვიტა და საქმე გაუხსნელად გამოაცხადა...

ლეინინის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდნა რამდენიმე წლის შემდეგ საბჭოთა კავშირის ციხეებისა და საგამოძიებო იზოლატორების უფროსი ედუარდ ბაგატობა დრანდის საგამოძიებო იზოლატორს საიდუმლო ვიზიტით კვლავ ეწვია.

- ყველაფერი, რაც ვარლამ სარიას და მის მიერ მოცემულ ჩვენებას ეხება, უნდა გავანადგუროთ, - განუცხადა მან მასპინძლებს.

- რატომ?

- მიხეილ გორბაჩოვი, როგორც ვიცი, სამუშაოდ კრემლში გადაჰყავთ. იმასაც ამბობენ, რომ ის მალე, შესაძლოა, საბჭოთა კავშირის ცეკას პირველი მდივანი გახდეს.

- კი, მაგრამ ცეკას მდივანი ხომ ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევია?

- ის უკვე ასაკშია შესული, - ორაზროვნად ჩაილაპარაკა მოსკოველმა სტუმარმა...

ედუარდ ბაგატობამ და დრანდის საგამოძიებო იზოლატორის ხელმძღვანელობამ ბოლო სამი-ოთხი წლის ე.წ. ოპერატიული ჟურნალები ერთ ღამეში გადაწერეს და დრანდის საგამოძიებო იზოლატორის საბუთებიდან ვარლამ სარაიას კვალი გააქრეს...

...1979 წელს მიხეილ სერგის ძე გორბაჩოვი დააწინაურეს - ის სამუშაოდ კრემლში გადავიდა... ცოლ-ქმარ პატარაიების მკვლელობა არც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაიხსნა. შეუმოწმებელი ინფორმაციით, ვარლამ სარია დღეს რუსეთში ცხოვრობს და წარმატებულ ბიზნესმენად ითვლება...
ირაკლი ბიძინაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42