საბერძნეთში გაუჩინარებული ქართველი ქალი შესაძლოა ცოცხალი იყოს - რა დეტალებს ავრცელებს ბერძნული მედია
საზოგადოება - 09:53, 25 Jun, 2018     3533
ბერძნული ოჯახის ქართველი დამხმარე 46 წლის იზოლდა ვარდოსანიძე 2017 წლის 20 დეკემბერს გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით ამ დღეს მან ყველა ნივთი დაქალის სახლში დატოვა და შემდგომ მისი კვალი დაიკარგა. ახლობლებს ის ვეღარ იპოვეს და გაჩნდა ეჭვი რომ ის შესაძლოა ცოცხალიც კი აღარ იყოს. თუმცა ამჯერად ბერძნული მედიაში გავრცელდა ცნობები, რომლის თანახმად შესაძლოა იზოლდა ვარდოსანიძე ცოცხალი იყოს.


იზოლდა ვარდოსანიძის ისტორიის შესახებ ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით ინფორმაციას georgians.gr ავრცელებს:

46 წლის იზოლდა ვარდოსანიძე 2017 წლის 20 დეკემბერს გაუჩინარდა

აღნიშნულ დღეს, მისი ყველა ნივთი თავისი დაქალის სახლში, პლატია ამერიკაზე დატოვა, შემდეგ კი გაუჩინარდა.

აგელიკი ნიკოლულის შოუში, იზოლდას და, ქალბატონი ნანო მივიდა, რომელსაც არავითარი ინფორმაცია არ აქვს მისი დის გაუჩინარების შესახებ.

აგელიკი ნიკოლულის ინფორმაციით, მისი შოუს ერთ-ერთმა მაყურებელმა გადაცემაში დარეკა (როგორც ჩანს ის იზოლდას იცნობდა) და ისეთი ინფორმაცია მისცა, რომელმაც იზოლდას ახლობელ ადამიანებს იმედი მისცა.

ინფორმაცია ასეთია: იზოლდა ქალთან, რომელმაც გადაცემაში დარეკა, სახლში მისულა და უთხრა, რომ თავისი ბიძაშვილის სახლში ცხოვრობდა და რომ სამსახურს ეძებდა. ერთი თვის შემდეგ, კიდევ მივიდა მის სახლში და უთხრა, რომ მას 24 საათიანი სამსახურის პოვნა სურდა და ჯერჯერობით ნაპოვნი არ ჰქონდა.

იზოლდა ბოლო 12 წლის მანძილზე საბერძნეთში ოჯახის დამხმარედ, 24 საათიან სამსახურში მუშაობდა, სამწუხაროდ, მან საბერძნეთში ბინადრობის ნებართვა ვერ მოიპოვა.

2017 წლის სექტემბერში, საბერძნეთისა და საქართველოს პოლიციის ჩარევით, მათ იპოვეს ის ადგილი, სადაც იზოლდა იმყოფებოდა.

46 წლის იზოლდა მიხვდა, რომ მალე მასთან სახლში პოლიცია მივიდოდა და დააკავებდნენ, შესაბამისად, გაქცევას შეეცადა (მეხუთე სართულის აივნის მეშვეობით), თუმცა, ფეხი დაუცდა და მეხუთე სართულიდან გადმოვარდა.

ვარდნის დროს, აივნის გადახურულმა ნაწილმა გააჩერა და გადარჩა, თუმცა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იზოლდა საავადომყოფოში 3 დღე იყო, თუმცა, შემდეგ, როცა გამოვიდა ის ალოდაპონში (საემიგრაციოს განყოფილება) მიიყვანეს, რათა დეპორტი ჩაერტყათ და საქართველოში გაეშვათ.

თუმცა, მისი ადვოკატის დახმარებით, ის საბერძნეთში დარჩა.

ქალი, ვისთან ერთადაც იზოლდა ცხოვრობდა, ამბობს, რომ მას პრობლემები ჰქონდა, თუმცა, დამატებითი ინფორმაცია არ აქვს.

იზოლდა ამ ქალის სახლიდან წავიდა და სხვა მეგობრის სახლში მივიდა, პლატია ვიქტორიაზე. თუმცა, სანამ ახალი წელი მოვიდოდა, მან მასაც უთხრა, რომ სახლიდან წავიდოდა და სწორედ მას მერე გაუჩინარდა.

“მე მას ვთხოვე, რომ როცა სამსახურს იპოვიდა, ჩემთვის დაერეკა. ძალიან ვნერვიულობდი მასზე. ფსიქოლოგიური პრობლემები ქონდა”. ეს ის ინფორმაციააც, რაც აგელიკი ნიკოლულის ამ დღეებში მიუვიდა.


წყარო georgians.gr





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42