სემინარი ჟურნალისტებისათვის: მედია და გენდერული თანასწორობა
საზოგადოება - 11:30, 24 Jun, 2018     1071
22-23 ივნისს, 2018 – კაჭრეთის „ამბასადორში“ გაიმართა ორდღიანი სემინარი ჟურნალისტებისათვის, რომელშიც თხუტმეტი სხვადასხვა სატელევიზიო, ბეჭდვური და ელექტრონული მედიის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. დისკუსია ეხებოდა მედიის როლს გენდერული თემების გაშუქების საკითხებში. მონაწილეებმა იმსჯელეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მედიის მხრიდან გენდერულად სენსიტიური თემების სწორად წარმოჩენა. ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ თემების სწორად გაშუქება და გენდერულად სენსიტიური ნეგატიური სტერეოტიპების პრევენცია.

სემინარში მონაწილეობა მიიღო ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა დეა გოშხეთელიანმა, რომლის ისტორიაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სწორედ მედიის მხრიდან აქტიური გაშუქების შედეგად. მისი ისტორიის განხილვისას, იმსჯელეს თუ რა როლი აქვს მედიას გენდერულად სენსიტიური თემების სწორად გაშუქების კუთხით. „ოჯახური ძალადობის თემების განხილვა ჟურნალისტებთან მნიშვნელოვნად საჭიროა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ჩემს მსგავსად ოჯახური ძალადობის მსხვერპლია“ - თქვა დეა გოშხეთელიანმა.

ასევე გენდერულად სენსიტიური თემების გაშუქების კუთხით, ესპანური გამოცდილება გაუზიარა ჟურნალისტებს, ამ სემინარისთვის სპეცალურად მოწვეულმა ექსპერტმა მარია ჯეზუს ორტიზმა, რომელიც მედიისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ესპანეთის ეროვნული ობსერვატორიის დირექტორია.

სემინარი პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის კომისიის მხარდასაჭერად“ ინიციატივით გაიმართა.

ინფორმაცია პროექტის შესახებ:

პროექტი - „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ დაიწყო 2017 წლის ოქტომბერში და დასრულდება 2019 წლის მაისში. მთავარი კონტრაქტორი არის NIRAS შვედეთი და კონსორციუმის წევრი CPM. გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია არის პროექტის მთავარი პარტნიორი და ასევე მისი ბენეფიციარი. პროექტის პარტნიორები არიან: ფინანსთა სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; განათლების სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; საქსტატი; საქართველოს პროკურატურა; ადგილობრივი მუნიციპალიტეტები; მედია და სამოქალაქო სექტორი. პროექტის სამიზნე რეგიონებია: თბილისი, გორი, ზესტაფონი

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას ეფექტიანად განახორციელონ გენდერული მეინსტრიმინგი საჯარო მმართველობაში.

პროექტი შედგება ოთხი ძირითადი კომპონენტისგან:

• ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერება მონაწილეობითი მიდგომის გზით

• სქესის მიხედვით სეგრეგირებულ მონაცემთა შეგროვების ხელშეწყობა

• ცოდნის ამაღლება გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების კუთხით

• საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და კომუნიკაციის გაძლიერება პარტნიორებს შორის





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42