ფესტივალი Art-გენის რეგიონული ტურნე გურიაში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში გრძელდება
კულტურა - 10:05, 24 Jun, 2018     2387

ფესტივალი „Art-გენი 2018“ 24 ივნისს რეგიონული ტურნეს ფარგლებში გურიას ესტუმრება.

Art-გენს ლანჩხუთში სოფელ არჩეულში მდებარე ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი უმასპინძლებს.

ფესტივალი 17:00 საათიდან საინტერესო გამოფენებით გაიხსნება . მოწყობა ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნების“ საჩვენებელი შოუ და ლელო ბურთის თამაში. ასევე გაიმართება ფოლკლორული კონცერტი რეგიონული ანსამბლების მონაწილეობით. დღის ბოლოს კი დასკვნით კონცერტს ჯგუფი „ფრანი“ გამართავს.


Art-გენი 2018-მა სტარტი 21 ივნისს მაღალმთიანი აჭარიდან აიღო. ფესტივალი წელს საქართველოს 4 რეგიონში 9 დღის განმავლობაში იმოგზაურებს. გურის შემდეგ იმერეთს და ლეჩხუმს ესტუმრება.

Art-გენი 2018 -ის თბილისის ტური 8-15 ივლისს ტრადიციულად თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება. 8 ივლისს თბილისის ტურს ნინო ქათამაძე და ჯგუფი „ისაითი“ გახსნის“. 15 ივლის კი ნიაზ დიასამიძის და 33-ას კონცერტით დაიხურება. წელს პირველად Art-გენ-ზე ჰიპ-ჰოპის დღე გაიმართება. Art-გენის მაყურებელს ტრადიციულად ელოდება „სუხიშვილების“ რობი კუხიანიძის, ჯგუფ ფრანის და ჯგუფ ReGGaeon -ს კონცერტები. ასევე უკვე მეორედ Art-გენის სცენა დაეთმობა ჯგუფ Asea Sool.

15 წლის მანძილზე ფესტივალმა Art-გენმა არაერთი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ. ბევრი ჯგუფისთვის და მომღერლისთვის ერთგვარ ტრამპლინადაც კი იქცა . ფესტივალი წელსაც საინტერესო სიახლეებს და დებიუტანტებს სთავაზობს მაყურებელს .

ამ დროის განმავლობაში “ ფესტივალმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დაარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა. ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით Art-გენს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობაში. ერთ-ერთი პირველი ფესტივალი იყო, რომელმაც რეგიონულ ანსამბლებს თავისი შემოქმედების მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა და განვითარებისთვის მეტი მოტივაცია შეუქმნა.


პროგრამა

24 ივნისი - გურია, ლანჩხუთი-სოფ. არჩეული, ეგნატე ნინოშვილის სახლმუზეუმი

17:00 - ხალხურირეწვის გამოფენების გახსნა

ქართული საბრძოლო ხელოვნება "შავფაროსნები"

ფოლკლორული კონცერტი - რეგიონული ანსამბლები

დასკვნითი კონცერტი: ჯგუფი “ფრანი”





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42