სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი ,,ეტალონი“ საქართველოში მე-13 წელია ხორციელდება და ის დღეს მრავალმიმართულებიანი პროექტია, რომლის განვითარების კონცეფცია და სლოგანი, ერთ მარტივ, თუმცა მოცულობით წინადადებაში ეტევა: ,,სახალხო იდეა ეტალონი _ ბედნიერება ყველას სჭირდება!’’
თავისი 12 წლიანი წარმატებული მოღვაწეობიდან ეტალონი 9 წელი სატელევიზიო გადაცემის სახით ტელეეთერში გადიოდა, ბოლო 3 წელი კი არასატელევიზიო ფორმატით ემსახურება მომავალ თაობას და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ატარებს საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ ,,ეტალონს“.
_ მიხარია, რომ საქართველოს ამდენი ნიჭიერი მოსწავლე ყავს, რომლებზეც სხვა ბავშვებმა უნდა გააკეთონ სწორება ცოდნითა და მონდომებით. ვამაყობ, როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი. ცოდნა ეტალონია, ბედნიერების უფლება ყველას აქვს და ყველაზე დიდი ბედნიერება ეს არის ცოდნა და ცოდნით მიღწეული წარმატება, _ აცხადებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.
პროექტის მიზანი განათლების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, პედაგოგთა და მოსწავლეთა წარმოჩენა-წახალისება, წარმატებაზე ორიენტირებული
მოსწავლე-ახალგაზრდების, მათი მშობლებისა და პედაგოგების უფრო მეტად მოტივირებაა.
წლევანდელი ფინალის თემატიკაა: მრავალფეროვანი საქართველო _ მრავალეროვანი თანაცხოვრების ჰარმონია!
საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატს, რა თქმა უნდა, „ეტალონის’’ ავტორი და უცვლელი წამყვანი, აკადემიური დოქტორი, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. კონკურსი კი „ეტალონის“ თანამედროვე IT ტექნოლოგიებზე დაყრდნობით შექმნილი პროგრამის მეშვეობით ტარდება.
პროექტის პარტნიორია ლიტვის საელჩო საქართველოში. საინფორმაციო მხარდამჭერები კი არიან: რადიო ,,აფხაზეთის ხმა’’, საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუპოსტი’’, პრაიმტაიმი, ჟურნალი ,,თბილისელები“, საგანმანათლებლო პორტალი ,,ეტალონი.გე’’
ინფორმაციისთვის, 2017-2018 სასწავლო წელს ,,ეტალონში“ 2001 საჯარო სკოლამ და 89 კერძო სკოლამ მიიღო მონაწილეობდა. კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდა. პირველი ეტაპზე _ ტესტირებები სკოლებში _ 37.956 წარმატებული უფროსკლასელი იყო ჩართული. მეორე ეტაპი _ გამარჯვებულის გამოვლენა მუნიციპალიტეტების მიხედვით. წლევანდელი სტატისტიკის თანახმად, 5.815 მოსწავლეს შორის 78 ფინალისტი გამოვლინდა, რომლებიც 26 ივნისს გრანდიოზულ ფინალში საკუთარ მუნიციპალიტეტს წარადგენენ.



მასალის გამოყენების პირობები






