შაქრო კალაშოვის გავლენა ეცემა... რუსეთში ყველაფერს ფარფალია მართავს - ახალი კონფლიქტი ,,ქურდულ სამყაროში“
კრიმინალი - 23:39, 23 Jun, 2018     12042

რუსული საინფორმაციო სააგენტო "პრაიმკრაიმის" ჟურნალისტი "ქურდული სამყაროს" წარმომადგენელს ესაუბრა, რომელმაც მას მიმდინარე პერიპეტიების შესახებ საკმაოდ გულახდილად მოუყვა.

- რა შეიცვალა მსოფლიოში "შაქრო მალადოისთვის" გამოტანილი განაჩენის შემდეგ?

- შეიცვალა ის, რომ თუ ადრე პირობებს ოზმანოვები (შაქრო კალაშოვის ნათესავები დათო და კუსა) კარნახობდნენ, ახლა მათ აღარავინ უსმენს, რის უფლებასაც ადრე თავს ვერ აძლევდნენ. როდესაც შაქრო ჩასვეს, მას არც მერაბ ჯანგველაძე, არც გული (ნადირ სალიფოვი) და არც ლასა შუშანაშვილი აღარ უსმენენ.

- თქვენ "ქურდული სამყაროს" ტოპ-3-ზე საუბრობთ?

- რამდენიმე ხნის წინ თავისუფლებაზე სამი "ვეშაპი" იყო, რომელიც პირობებს კარნახობდნენ. ახლა ორი დარჩა - გული და მერაბი.

- თუმცა მერაბი და ლაშა ერთმანეთს არ აღიარებენ...

- არა

- გული ორივესთან კონტაქტობს?

- დიახ, მაგრამ მაინც დისტანცია უჭირავს და ორივეს "ქურდად აღიარებს"

- ესეიგი გულის ყველა აღიარებს?

- დიახ, ნაგრან გული ის კაცი არ არის, ისინი რომ მოუსმენენ.. ახლა არ არის ასეთი ავტორიტეტი, ყველა რომ უსმენდეს. იყო შაქრო, რომლის ავტორიტეტიც კაშირებსა და ფულზე იყო დამყარებული, მაგრამ ახლა ციხიდან მას აღარაფერი შეუძლია. მერაბს უნდა, რომ ლაშა მასთან მივიდეს და ბოდიში მოუხადოს, ისევე, როგორც "დედ ხასანთან" იხდიდნენ ბოდიშს დუდიკის მკვლელობის შემდეგ და მათი ბედი ხასანის ხელში იყო.

- თქვენ ამბობთ, რომ ლაშამ ძალით დააჭერინა თავი, მერაბთან მოსალოდნელი შეხვედრა რომ აეცილებინა თავიდან?

- არამგონია, თანაც ამბობენ, რომ ლაშა შეიძლება გაათავისუფლონ...

- რატომ სცემეს ჭურაძე?

- ჭურაძე და ბარჯა რესტორანში შეხვდნენ ერთმანეთს. ჭურაძემ ჯერ კოკი შალიბაშვილზე თქვა რომ ის ქურდი არ არის, შემდეგ "ალფასონს" და სებისკვერაძეს შეეხო, მათ "ბანდა" და "შანტრაპა" უწოდა. სხვა შანსი არ დაუტოვა და მათაც სცემეს. ასე რომ არ მოქცეულიყო, მოყვებოდა ხალხში ამ ყველაფერს.

- ფეხებით რომ ცემეს, ადექვატური იყო?

- ქართველიშვილიც ასე არ ცემეს თბილიში? ჭურაძეც იყო თვითონ არაადექვატური, "კაიფში" იყო, ასე ამბობენ.

- ბარჯა რატომ არ დაეხმარა მეგობარს? ისიც ხომ ასე ფიქრობს?

- რომ დაეჭირა მხარი, მასაც სცემდნენ და ისიც არაქურდად გამოვიდოდა.

- და წრიპა (თემურ ნემსიწვერიძე, ჭურაძის სიმამრი), რას ამბობს?

- წრიპას მათი შერიგება უნდა... ამბობს, რომ "ურთიერთშეხება" იყო...

- როგორც ამბობენ მინდიას ასლანი სერიოზულ მეტოქედ თვლის?

- კი, შეიძლება დაინახოს. სანამ ასლანი იჯდა, ლავასოღლიმ ნახევარი ბათუმი ჩაიგდო ხელში, ის იქ უყვართ. მაგრამ, ჩვენი წესებით, საკითხის გადაწყვეტის დროს, რეკომენდაცია შენი ქალაქის ქურდმა უნდა მოგცეს. მინდიასთან ჭურაძე ბათუმლების გარეშე მივიდა, რისი უფლებაც არ ჰქონდა. ასლანმა, როდესაც ციხიდან გამოვიდა, თავისი პრეტენზია დააყენა ამის შესახებ.

- "ჩინჩხლიც" არ იყო?

- არა.

- ახლა მინდიასთან ახლოს ბათუმიდან რომა ხმალაძე და კუსო ქარცივაძე არიან?

- რაომა არავინაა, კუსომ კიდევ არ ვიცი, მოაგავარა თუ არა თავისი კონფლიქტი...

- მაგრამ მინდიას შეუძლია თავისი კონფლიქტი მოაგვაროს.

- ეს იმაზეა დამოკიდებული, ვინ დაუჭერს მხარს და ვინ სთხოვს მასზე ასლანს. მაგალითად, ასლანთან ყველაზე ახლოს ბადრი კოღუაშვილია. მათ შორის შეხვედრაა დანიშნული. ლავასოღლი ვალდებულია "სხოდკა" მოიწვიოს და ასლანს დაუძახოს. დანარჩენს "სხოდკა" გადაწყვეტს.

- მინდიას ასლანის დამარცხება შეუძლია?

- ყველაფერია შესაძლებელი, არავინ იცის რა როგორ მოხდება.

- ვინ კარნახობს პირობებს მოსკოვში?

- მოსკოვშიც და რუსეთშიც პირობებს კახა ფარფალია კარნახობს. მას "ობშიაკი" უკავია. თავისი წრეც ჩამოაყალიბა. დაიახლოვა კვეჟო (გურამ ჩიხლაძე), გუჯა (თურქაძე). ისე დააყენა საკითხი, რომ მას ვერავინ ეხება.

- კახა ხაჯის ხელშეუხებლობას დაპირდა?

- კი მას დაპირდნენ, მაგრამ მას მკვლელობა აქვს "აკიდებუ;ლი", ასე რომ, მკვლელობაზე გარანტიას ვერავინ იძლევა.

- ვის ეკონტაქტება ხაჯი მოსკოვში?

- კვეჟოს, გუჯას და ცალკე კიდევ ედიკას.

- "ზონაზე" ისინი ხაჯის დაუჭერენ მხარს, როგორც ქურდს?

- არამ,გონია. თავისუფლებაზე ხაჯის პერსპექტივები ჰქონდა, მარამ ახალა არა.

- ედიკი და კახა როგორ არიან ერთმანეთთან?

- თავიდან ყველაფერი ცუდად იყო. კახა მოსკოვიდან ჩეჩნეთშიც კი ჩავიდა, რადგან გავრცელდა ხმა, რომ ედიკამ ის "ძაღლებს" შეუკვეთა. მაგრამ შემდეგ ისინი "პაგონებიანებმა" შეარიგეს და კახა დაბრუნდა. კახა ძალან ჭკვიანია, ადამიანებთან მიდგომის ნიჭი აქვს. თავიდან იგი მოსკოვში პირადად ქურდობდა. შემდეგ საკუთარი ბრიგადები შექმნა, მოელაპარაკა "დაკრიშვაზე" "მენტებს". ახლა ეს ხალხი შესაძლოა შსს-ში მაღალ თანამდებობაზე მუშაობენ. პირველი დიდი ფული მან ოდესაში, კონტრაბანდით იშოვა. ახლა "რუბლიოვკაზე" ცხოვრობს სრული ფუფუნებით.

- ცნობილი "მოსკოველებიდან" ვინ შეიძლება შეეჯახოს გულის ინტერესებს?

- გულის ყველასთან კონფლიქტი აქვს ვაგიფის გარდა.

- სხვა დანარჩენ საკითხში გულიმ გაამართლა იმედები?

- კი, ყველა "წინასაარჩევნო დაპირება" შეასრულა. წრე შეკრა, შეარიგა, მხარი დაუჭირა.

- გული გიზო ქარდავას ეკონტაქტება?

- არ გამიგია.

- კი მაგრამ ის ხალხი, ვისაც "გულის წრეს" უწოდებენ უფრო ახლოს გელა ქარდავასთან არიან...

- კი, გია ზარანდია, კოლია ტომსკელი. ანდრეი ჩილი, დათო ოსი გელას ერთგულები არიან.

- რა ხდება სომხეთში?

- ზაპი და სურიკა სომხეთის ყველაზე გავლენიანი პირებნი არიან, მაგრამ ხელისუფლება ამას ებრძვის.

- როგორ შეაფასებდით დღევანდელ განწყობას?

- მშვიდობისკენ სწრაფვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42