როგორ შევამოწმოთ, აქვს თუ არა ავტოსატრანსპორტო საშუალებას პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გავლილი
საზოგადოება - 13:07, 23 Jun, 2018     1860

საქართველოში სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ახალი სტანდარტების შესაბამისად, 2018 წლის იანვრიდან მოქმედებს. ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სრულად ამოქმედებისათვის დაწესდა გარკვეული გარდამავალი პერიოდი და პროცესი გადანაწილდა 2 წელზე.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, 2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, უკვე ამოქმედდა საქართველოში რეგისტრირებული სატვირთო და 8 ადგილზე მეტი (მძღოლის გარდა) დასაჯდომი ადგილის მქონე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის (M2, M3, N2, N3 კატეგორიები) და ასევე მათი მისაბმელებისთვის (O3, O4 კატეგორია).

დარჩენილი კატეგორიის ავტომობილებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ამოქმედდება შემდეგი თანმიმდევრობით:

· 2018 წლის 1 ივლისიდან - M1 (მსუბუქი), სახელმწიფო უწყებების და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილები;

· 2018 წლის 1 ოქტომბრიდან - M1 (მსუბუქი), 3000 კუბურ სანტიმეტრის ან მეტი ძრავის მუშა მოცულობის მქონე ავტომობილები;

· 2019 წლის 1 იანვრიდან - M1 (მსუბუქი), საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტომობილი.

ინფორმაციას იმის შესახებ, აქვს თუ არა კონკრეტულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას გავლილი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს, შეიტყოს ცხელ ხაზზე 1484 და ოპერატორს მიაწოდოს კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, რომელიც სპეციალურ მონაცემთა ბაზაში გადამოწმდება. შედეგად, მოქალაქე მიიღებს ინფორმაციას, აქვს თუ არა გავლილი კონკრეტულ ავტომობილს ტექნიკური ინსპექტირება.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად ახორციელებს. რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკონსულტაციო მომსახურებას შვეიცარული საკონსულტაციო კომპანია „SGS - Societe Generale de Surveillance SA" უწევს.

ინსპექტირების გავლას საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება. აღნიშნული რეფორმა შესაბამისობაშია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, განისაზღვრა ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთიანი ორგანიზაციულ-ტექნიკური და ნორმატიული ბაზა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42