როგორც საყვარელიძემ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო ჯგუფის რიგით მესამე სხდომაზე თქვა,
მისთვის გაუგებარია, რატომ მიიჩნევა, რომ დავით სარალიძის 12 ჭრილობიდან არტერიაში მიყენებულმა ჭრილობამ განაპირობა გარდაცვალება.
"ერთადერთი მიზანი, რატომაც სასამართლო პროცესებზე დავდიოდი ის იყო, რომ ზუსტად გამეგო, ნამდვილად იყო თუ არა გ.ბ. ჩემი შვილის მკვლელი, რადგან შიშიც მაქვს და ნამდვილად არ მინდა, ამხელა უბედურება ვინმეს დაბრალდეს.
დათო სარალიძესთან მიმართებით, როცა ამბობენ, რომ სასიკვდილო ჭრილობა კონკრეტულად არის არტერია, მე აქ არ დავეთანხმებოდი. 12 ჭრილობიდან არ შეიძლება, ერთი კონკრეტული გამოყო, არტერია ძალიან სწრაფია და იმან უბრალოდ დაასწრო, ესეიგი გამოდის, რომ ვინც არტერია გადაჭრა, მარტო ის არის მკვლელი – ესეც არ მესმის. მე ვთვლი, რომ დათო სარალიძის შემთხვევა ჯგუფური მკვლელობაა. ჩემი აზრი ეს არის...
ვიდრე გ.ბ-მ ლევანთან მივიდოდა, მანამდე ჰქონდა გაშლილი დანა და მონაწილეობას იღებდა ჩხუბში“, – განაცხადა ნათია საყვარელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






