შინაგან საქმეთა სამინისტრო კლუბ „ბასიანში“ ფინანსურ დოკუმენტაციას ამოწმებენ.
კლუბის დამფუძნებლების ინფორმაციით, მოსამართლის განჩინება, რომლითაც პოლიციელებმა მიმართეს, ვადაგასულია.
„განჩინება გამოცემული არის 24 მაისს, კიდევ ერთი ლაფსუსი, გარდა იმისა, რომ საიდენტიფიკაციო კოდი არასწორია და ასე შემდეგ. ეს არის უკვე ვადაგასული. ეს არის ჩვენთვის უკვე პრინციპული საკითხი, რომ ასე აბსურდულად არ ხდებოდეს რაღაცები, თორემ ის, რომ ოფისში სკამების და მაგიდების მეტი არაფერი არ არის, ის ფინანსური საბუთები რასაც ითხოვენ, სხვაგან არის. უბრალოდ პრინციპული საკითხია, რომ ასე ამ ქვეყანაში არ ხდებოდეს რაღაცები, საიდენტიფიკაციო კოდი არის არასწორი და ამას არ აღიარებენ და იძახიან, რომ მერე, რა რომ მისამართი წერია" - კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთმა მფლობელმა, ტატო გეთიამ.
მასალის გამოყენების პირობები






