საწინააღმდეგო მოსაზრება აქვთ, ტაძარში მოღვაწე სასულიერო პირებს, მათი თქმით, სამუშაოებზე ნებართვა შესაბამისმა უწყებამ გასცა:
„დაიგება ფილა, რა პრობლემაა. განახლება ყველაფერს სჭირდება. სულ განახლების პროცესში იყო ეს ტაძრები, მეფეები იყვნენ თუ ვინც იყვნენ, ყველა განამშვენებდნენ ეკლესიებს. თუ ჩამოგვენგრა თავზე და ხელი არ დაადო და 13-ე საუკუნის რადგან არის, ეს სიძველე არ იცვლება საერთოდ. აქ იცით რამდენი ტურისტი დადის? მთელი ზამთარი მით უმეტეს. რამდენი მომლოცველები დადიან საბედნიეროდ და რამდენი ხალხი ამოდის? ხოდა შესაბამისად იქნება ნორმალური იატაკი“- განაცხადა მამა ილარიონმა "რუსთავი2"-თან
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენელის ბექა ბარამიძის თქმით, გერგეტის სამებაში მიმდინარე სამუშაოები სააგენტოსთან შეთანხმებულია და ახალი იატაკით ტაძრის ავთენტურობა არ დაირღვევა.
ბექა ბარამიძის ინფორმაციით, სამუშაოების დაწყებაზე ნებართვა საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის ხელმძღვანელმა ითხოვა. ნებართვის წერილში განმარტებული იყო, რომ გერგეტის სამება მძიმე კლიმატურ და გეოგრაფიულ პირობებშია, 2200 მეტრზე, -20-25 გრადუს ყინვაში რთულია სამონასტრო ცხოვრების წარმართვა, ამიტომ, აუცილებელია, იქ გათბობის ახალი სისტემის შეყვანა და შესაბამისად, იატაკის შეცვლა. სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, გერგეტში უნდა აიყაროს 2003 წელს დაგებული იატაკი და სანაცვლოდ, იქ ე.წ. ბოდბის ქვას აგებენ.
ფოტო: ინა სუკიასიანი
მასალის გამოყენების პირობები






