თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი „m2-ის თასი“ ჩატარდა
საზოგადოება - 18:24, 21 Jun, 2018     1471
2018 წლის 21 ივნისს, თელავში „m2 უძრავი ქონებისა“ და საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ორგანიზებით, გაიმართა საბავშვო ტურნირი ფეხბურთში კახეთის რეგიონის გუნდებს შორის. „m2-ის თასზე“ მონაწილეობა 11-12 წლის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული 8 გუნდმა მიიღო - მათ შორის თელავის, ახმეტის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის, სიღნაღის, საგარეჯოს და დედოფლისწყაროს გუნდებმა. ტურნირს გივი ჩოხელის სახელობის თელაბის სტადიონმა უმასპინძლებს.

ტურნირის ფარგლებში, სამ პრიზიორ გუნდთან ერთად, გამოვლინდნენ საუკეთესო მეკარის, მცველის, ნახევარმცველის, თავდამსხმელის, ბომბარდირის, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის წოდების მფლობელები. მესამე ადგილზე პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ ახმეტის გუნდი გავიდა, ხოლო პირველი ადგილისთვის ბრძოლაში, ერთმანეთს გურჯაანისა და თელავის ბავშვთა გუნდები დაუპირისპირდნენ. ფინალურ თამაშში გაიმარჯვა და „m2-ის თასის“ მფლობელი გახდა გურჯაანის გუნდი.

კომპანია „m² უძრავი ქონება“ საფეხბურთო კლუბ „თელავის“ გენერალური სპონსორი 2018 წლის 1 მარტიდან გახდა. კომპანია m²-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ადგილობრივი სპორტული კლუბების მხარდაჭერაა. m²-ის მიზანია თელავის საფეხბურთო კლუბს დაეხმაროს ახალი ტალანტების მოძიებასა და უმაღლეს ლიგაში დაწინაურებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42