აღსანიშნავია, რომ 5,953 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ განმეორებით გაიარა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ხოლო 243-ი მათგანი დამატებით იქნა დახარვეზებული.
იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შორის, რომლებმაც სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გაიარეს, 8,532 მათგანი იურიდიული პირების საკუთრებაშია.
სტატისტიკა ასს-ს ტიპის მიხედვით
ავტობუსი - სულ: 15 000 ასს
პირველადი პტი: 12 202 ასს
განმეორებითი პტი: 2798 ასს
გამართული: 11166 ასს / 74.4...%
დახარვეზებული: 3834 ასს / 25.5...%
მიკროავტობუსი- სულ: 513
პირველადი პტი: 425
განმეორებითი პტი: 88
გამართული: 318 ასს / 61.9...%
დახარვეზებული: 195 ასს / 38.0...%
სატვირთო - სულ: 3999
პირველადი პტი: 3313
განმეორებითი პტი: 686
გამართული: 2688 ასს / 67.2...%
დახარვეზებული: 1311 ასს / 32.7...%
ფურგონი - სულ: 4291
პირველადი პტი: 3704
განმეორებითი პტი: 587
გამართული: 2919 ასს / 68.0...%
დახარვეზებული: 1372 ასს / 31.9...%
2018 წლის პირველი ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დაიწყება.
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის გამარტივების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მოქმედებს ვებ-გვერდი (www.pti.ge), რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საშუალება ექნება ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად დაგეგმოს ვიზიტი მისთვის სასურველი თარიღის და დროის გათვალისწინებით. აღნიშნული ვებ-გვერდი 2018 წლის იანვრიდან ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის.
აგრეთვე, 2018 წლის 3 იანვრიდან ამოქმედდა ცხელი ხაზი - 1484, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესისა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს ემსახურება და აწვდის შესაბამის ინფორმაციას.
მასალის გამოყენების პირობები






