#გაბანტე - აიისა საშუალებას იძლევა პრეზერვატივი თქვენი დიზაინით შექმნათ - ლევან მურუსიძე "აიისას" შეფუთვაზე
საზოგადოება - 12:08, 21 Jun, 2018     1454
პრეზერვატივების კომპანია აიისამ ახალი პლატფორმა #გაბანტე შექმნა, რომელიც ნებისმიერი დიზაინის პრეზერვატივის აწყობას გულისხობს, მათ შორის შესაძლებელია იმ დიზაინის შექმნაც, რომლებიც სასამართლოს ორმა ინსტანციამ უხამს რეკლამად მიიჩნია.


აიისას დამფუძნებლის ანანია გაჩეჩილაძის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, კომპანია სასამართლოს მიერ აკრძალული დიზაინის პრეზერვატივებს საკუთარი ინიციატივით აღარ შექმნის, თუმცა მომხმარებელს ახალი პლატფორმის გამოყენებით, შეუძლია აკრძალული დიზაინი თავად აირჩიოს და როგორც საკუთარი შექმნილი, ისე შეიძინოს.

აიისას ახალი სერვისით ერთ-ერთმა პირველმა ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ ისარგებლა. ამის შესახებ ის ფეისბუკზე წერს:

„მეგობრებო,

როგორც იცით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება და აიისა • aiisa-ს გარდა ჯარიმისა, აუკრძალა 4 დიზაინის პრეზერვატივის რეალიზება და რეკლამა. ასევე დაავალა პროდუქციის ქსელიდან ამოღება.

აიისა თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ლახავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. მიუხედავად ამისა, აიისას მოუწევს გადაწყვეტილების შესრულება, ამიტომ:

1. აიისა საკუთარი ინიციატივით აღარ შექმნის იმ 4 დიზაინის პროდუქტს, რაც სასამართლომ აკრძალა, თუმცა ყველას გთავაზობთ (მისსავე ვებ-გვერდზე, განყოფილებაში #გაბანტე) თქვენ თავად შექმნათ პროდუქტის მსგავსი ან სხვა დიზაინი და აიისა მას დაგიმზადებთ და მოგაწვდით;

2. მე, როგორც რიგითი მოქალაქე (და არა აიისას წარმომადგენელი), ერთ-ერთი პირველი ვიყავი, რომელმაც მსგავსი სერვისით ვისარგებლე და რა თქმა უნდა ჩემს მიერ შექმნილი პირველივე დიზაინი თავად აიისას საქმეს ეძღვნება. გიზიარებთ ამ დიზაინის ლინკს, სადაც შეგიძლიათ შეხვიდეთ და თქვენც შეუკვეთოთ იმავე დიზაინის პროდუქცია. ეს არის პროტესტი მოსამართლე მურუსიძის „ვაი საკვირველ“ გადაწყვეტილებაზე. სწორედ ამ კონკრეტული დიზაინის პროდუქციის რეალიზებით შემოსული თანხით აიისა გადაიხდის ჯარიმას, 500 ლარს, რომელიც სასამართლომ დააკისრა.“- წერს მშვენიერაძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42