ინდოეთიდან რუსეთში ველოსიპედით მიმავალი ინდოელი საქართველოში არ შეუშვეს. გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინდოეთის მოქალაქე კლიფინ ფრანსისი რუსეთში, საფეხბურთო ჩემპიონატზე დასასწრებად ველოსიპედით გაემგზავრა. ის თავდაპირველად დუბაიში ჩაფრინდა, საიდანაც ირანში გადავიდა.
მისივე თქმით, ირანში საუკეთესო დახვედრა მოუწყვეს და ხალხი სახლში ეპატიჟებოდა.
BBC-ის ინფორმაციით, ირანიდან ინდოეთის მოქალაქე აზერბაიჯანში ჩავიდა, ხოლო შემდეგ საქართველოში აპირებდა ჩასვლას, თუმცა მესაზღვრეებმა მას საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს.
„ყველა დოკუმენტი მქონდა და მაინც არ ვიცი რატომ, მაგრამ საქართველოში არ შემიშვეს. ამის გამო რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რადგან აზერბაიჯანში დაბრუნების ნებართვაც არ მქონდა. აზერბაიჯანში მხოლოდ ერთჯერადი ვიზა მომცეს“, – ამბობს ინდოეთის მოქალაქე.
საბოლოოფდ, კლიფინ ფრანსისი რუსეთში დაღესტნის გავლით ჩავიდა. ინდოეთის მოქალაქე ტამბოვში იმყოფება და 26 ივნისს მოსკოვში აპირებს ჩასვლას, სადაც საფრანგეთისა და დანიის საფეხბურთო ნაკრებების თამაშს დაესწრება.
მასალის გამოყენების პირობები






