ჩერნოვეცკის ფონდის თანამშრომლებმა აბულაძეების ოჯახი მოინახულეს და სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტი ჩაუტანეს
საზოგადოება - 11:05, 21 Jun, 2018     1377
ჩერნოვეცკის ფონდის თანამშრომლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები აბულაძეების ოჯახი მოინახულეს და მცირეწლოვან ბავშვებს უამრავი სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტი ჩაუტანეს.

უკვე 2 წელია, რაც ჩერნოვეცკის ფონდი აბულაძეების მრავალშვილიან ოჯახს ეხმარება. როდესაც გამოცხადდა მათი მხარდასაჭერი საქველმოქმედო აქცია, ლალი აბულაძე - 5 ბიჭის დედა, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მაშინ ასობით ადამიანმა გაიზიარა ამ ოჯახის გასაჭირი და დახმარების ხელი გაუწოდა პატარა ბავშვებს. რაოდენ სასიხარულოა, რომ ეს დახმარება დღემდე გრძელდება!

სამწუხაროდ, საშინელმა ავადმყოფობამ იმსხვერპლა ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე. ახლა 5 მცირეწლოვან შვილს მამა უვლის, რომელიც არ აკლებს მათ სითბოსა და მზრუნველობას, თუმცა მატერიალური სიდუხჭირე ბევრ დაბრკოლებას უქმნის მის ოჯახს.

„ეს დახმარება არის ფასდაუდებელი! ყოველთვის მეტირება, როდესაც თქვენ გხედავთ, რადგან გული სითბოთი მევსება და არ ვგრძნობ თავს მიტოვებულად. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ჩემი შვილებისთვის თანხა გაიღო და ჩვენს გვერდით დგას“, - ამბობს ბავშვების მამა შალვა აბულაძე.

მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი კვლავაც დაეხმაროთ და გაახაროთ აბულაძეების 5 პატარა ვაჟკაცი, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: აბულაძეების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან: chernovetskyifund.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42