„მარიამი“ - ინტერნეტში ახალი სახიფათო თამაში გამოჩნდა
საზოგადოება - 18:10, 20 Jun, 2018     3514
„ლურჯი ვეშაპის“ ირგვლივ აგორებული აჟიოტაჟის კვალდაკვალ, ინტერნეტ სივრცეში ახალი სახიფათო თამაში გამოჩნდა. „მარიამი“ - ასე ჰქვია საუდის არაბეთის მოქალაქის, სალმან ალ ჰარბის მიერ შექმნილ თამაშს, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში.

ცოტა ხნის წინ, დუბაიას პოლიციამ ოფიციალურად მოუწოდა მშობლებს, არ დაუშვან შვილები აღნიშნულ თამაშთან, ვინაიდან „ის იმაზე მეტად სახიფათოა, ვიდრე ეს წარმოგიდგენიათ“.

თურქეთში კი, ანკარას სასამართლოს გადაწყვეტილებით ინტერნეტ თამაში „მარიამი“ ოფიციალურად აიკრძალა. თურქი სპეციალისტები ამბობენ, რომ „აღნიშნულ თამაშს თავისუფლად შეუძლია მოზარდი თვითმკვლელობამდე მიიყვანოს, არამხოლოდ თამაშის პროცესში, არამედ დროის ხანგრძლივი მონაკვეთის შემდეგაც, ვინადან მიღებული სტრესი ხშირად თავს მოგავინებით იჩენს ხოლმე“.

რაც შეეხება თამაშის პრინციპს. ცნობილია, რომ „9 წლის გოგონა სახელად „მარიამი“ მომხმარებელს ჯერ ხმის მიცემას სთხოვს, შემდეგ ეტაპზე კი საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მათ შორის მისი და მისი ოჯახის, ასევე მეზობლების ვინაობას, „ფეისბიქისა“ და სხვა სოციალური ქსელების პარამეტრებს“.

შემდეგ ეტაპზე კი მოზარდს დამაშინებელი ხმის ეფექტებით და ვიზუალური საშუალებებით ეგზავნება ფსიქოლოგიური ზეწოლის, მუქარისა და რიგ შემთხვევაში შოკის მომგვრელი მასალები, რაც მათში ძლიერ სტრესს იწვევს.

რამდენიმე ქვეყანაში, მოზარდების თვითმკვლელობის საქმეები უკვე დაუკავშირეს ზემოხსენებულ თამაშს, თუმცა თავად ინტერნეტ-თამაშ „მარიამის“ შემქმნელი სალმან ალ ჰარბი ბრალდებებს უარყოფს და ირწმუნება, რომ „მარიამი“ უწყინარი თამაშია, რომელიც მხოლოდ გართობაზეა ორიენტირებული.

წყარო: PrimeTime.Ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42