„თქვენივე უნიათობას ამტკიცებთ... თქვენ მეორედ კლავთ ჩემს შვილს“ - ზაზა სარალიძე თეა წულუკიანს
საზოგადოება - 11:38, 20 Jun, 2018     2685

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ კომენტარი გააკეთა. წულუკიანმა განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა შეცდომა დაუშვა მაშინ, როცა აღნიშნა, რომ შსს-მ საქმის გამოძიება თავიდან დაიწყო.

წულუკიანის განცხადებას მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება:

„კარგია როდესაც აღიარებთ შეცდომებს ქალბატონო თეა.

თუ გამოძიება პარალელურად მიდიოდა ამ საქმის და დამნაშავეები ვერ აღმოაჩინეთ ესეიგი კიდევ ამტკიცებთ თქვენივე უნიათობას.

თქვენ გგონიათ მე არ ვიცოდი რო გამოძიება მიდიოდა და თქვენი და გახარიას სახით მფარველები ყავდა ამ საშინელ ტრაგედიას?

დანარჩენს აღარ ჩამოვთვლი კიდე ვინ მფარველობდა.

აქედან გამომდინარე არ ხართ თქვენ თანამდებობაზე დასატოვებელი არც ერთი.

მხოლოდ თანამდებობის დატოვება არაფერია ესეც მინდა ვთქვა.

პასუხისგებაში ხართ ყველა მისაცემი ვინც ცდილობდით საქმის შეკერვას.

თქვენგან განსხვავებით არაფერი აღარ მაქვს დასაკარგი.

თქვენ მეორედ კლავთ ჩემს შვილს და ამის უფლებას არ მოგცემთ თუნდაც სიცოცხლის ფასად დამიჯდეს“, - წერს სარალიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42