"ეტლიდან გადმოვარდა და მიწას დაენარცხა" - ეტლსმიჯაჭვულ 15 წლის ბიჭს საზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 11:11, 19 Jun, 2018     1440
15 წლის თორნიკე კიკაბიძე კუნთოვანი დისტროფიით არის დაავადებული. ასეთი დიაგნოზი მას 2008 წელს დაუსვეს, როდესაც ბავშვმა დამოუკიდებლად გადაადგილება უეცრად ვერ შესძლო.

სიარულთან დაკავშირებით თორნიკეს ბავშვობიდან ჰქონდა პრობლემები. ჯერ კიდევ 2 წლის ასაკში, იგი მარჯვენა ფეხს ვერ დგამდა სწორად და არ შეეძლო გამართულად სიარული. მშობლებმა ექიმებს მიმართეს, რომლებმაც დაამშვიდეს ისინი, რომ ეს ასაკობრივი მოვლენა იყო და ურჩიეს მასაჟების კურსის ჩატარება, აგრეთვე ცურვაზე სიარული...

გადიოდა წლები, მაგრამ ბავშვის საერთო მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა, ზუსტი დიაგნოზის დადგენას კი რამდენიმე წელი დასჭირდა.

სადღეისოდ, მედიცინაში არ არსებობს კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობის ეფექტური მეთოდები, ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია პაციენტის მოვლის ხარისხზე, პერმანენტულ პროფილაქტიკურ პროცედურებზე.

თორნიკეს ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირს. მათ საკუთარი ჭერიც კი არ გააჩნიათ და ნათესავების სახლში ცხოვრობენ. მიუხედავად ამისა, მოზარდის მშობლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოზარდს ჰქონდეს შესაბამისი მოვლა, არ მოწყდეს სოციუმს. წლების განმავლობაში ისინი ხელით დაატარებდნენ მას სკოლაში, თუმცა ეკონომიკური სიდუხჭირე არ იძლეოდა ავადმყოფისთვის აუცილებელი პროცედურების პერიოდულად ჩატარების საშუალებას.

მას შემდეგ რაც თორნიკეს გულისხმიერმა მეზობლებმა ეტლი აჩუქეს, ყმაწვილი უკვე მისი მეშვეობით გადაადგილდება...

ამა წლის ივნისის დასაწყისში, მერიის პროგრამით თორნიკე თანატოლებთან ერთად დასასვენებლად ბაკურიანში გაუშვეს. სამწუხაროდ, მოხდა გამოუსწორებელი რამ - სეირნობის დროს ეტლის ბორბალი წამოედო ქვას, მოზარდი გადმოვარდა და მიწას დაენარცხა. ბარძაყის ძვლის მოტეხილობით იგი საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. თორნიკე დღემდე სტაციონარში იმყოფება.

„ჩემი შვილი ძალიან კეთილი და მოსიყვარულე ბავშვია. აი, უკვე რამდენი წელია, რაც ჩემს სახეზე ცრემლი არ შრება. მე დედა ვარ და ჩემთვის ძლიან რთულია შევეგუო მის უმწეო მდგომარეობას. ბაკურიანის შემთხვევამ კი ნამდვილად რომ გულში დამჭრა. ღმერთს ყოველდღე შევთხოვ, რომ შეუმსუბუქოს მას ტანჯვა, რომ მის სახეზე ვიხილო ღიმილი და სიცოცხლის წყურვილი“, - ამბობს მოზარდის დედა ლეილა ცხადაშვილი.

მეგობრებო, 15 წლის ახალგაზრდა საწოლს არის მიჯაჭვული - ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა, მაგრამ როდესაც მის ოჯახს მატერიალური სიდუხჭირის გამო არ შეუძლია სათანადო დახმარება აღმოუჩინოს მას, ეს კიდევ ართულებს ვითარებას და გაურკვეველს ხდის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

კიკაბიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველია. მიზერული სოციალური შემწეობა არ იძლევა სათანადო კვების, მკურნალობის და პროფილაქტიკური პროცედურების ჩატარების საშუალებას.

თუ გაქვთ სურვილი, რომ დაეხმაროთ თორნიკეს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: თორნიკე კიკაბიძე) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩერნოვეცკის ფონდის საიტიდან - chernovetskyifund.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42