თსუ-ში საზაფხულო სკოლა - „რეგიონული უსაფრთხოება და კონფლიქტების მოგვარება“ გაიხსნა
საზოგადოება - 14:19, 18 Jun, 2018     1458

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა - „რეგიონული უსაფრთხოება და კონფლიქტების მოგვარება“ გაიხსნა.

თსუ კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, საზაფხულო სკოლაში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ, რომლებიც საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალობით სწავლობენ და თსუ საზაფხულო სკოლის 5-კრედიტიან პროგრამას გადიან. პროგრამაში ქართველი სპეციალისტები, პროფესორები, ექსპერტები მონაწილეობენ. თსუ-ში საზაფხულო სკოლა რეგიონული უსაფრთხოების და კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე უკვე მესამედ ტარდება.

საზაფხულო სკოლის ორგანიზატორის, თსუ პროფესორის გუგული მაღრაძის თქმით, საზაფხულო სკოლის პროგრამა საერთაშორისო აღიარების მქონეა. „ლექციები ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს და ყველაზე საინტერესო არის ის,რომ აქ მიღებული კრედიტები ამ სტუდენტებს სან დიეგოში ეთვლებათ. წელს 36 სტუდენტია ჩამოსული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ესენი არიან სტუდენტები, რომლებიც ხვალ და ზეგ აშშ-ში ისეთ სამსახურებში მოგვევლინებიან, რომელსაც შეიძლება რეგიონის უსაფრთხოებასთან უშუალო შეხება ჰქონდეს.“

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის ესტებან ედროს მოჰიკას თქმით, საზაფხულო სკოლაში მიღებული გამოცდილება მომავალ საქმიანობაში ძალიან დაეხმარებათ: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რასაც საქართველოდან ვიღებთ. ამ ქვეყანას აქვს ძალიან დიდი კულტურა და აქ მიღებული განათლება ჩვენი მომავლისთვის მნიშვნელოვანია.“

საზაფხულო სკოლის ლექცია-სემინარებზე ისეთი თემები განიხილება, როგორიცაა საქართველო და ნატო, საქართველო და ევროკავშირი, რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოება, საქართველოს სახელმწიფოს მიდგომები კონფლიქტების მოგვარებისადმი, რუსეთი და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ადამიანის უფლებები რეგიონში, გარემოსდაცვითი პრობლემები სამხრეთ კავკასიაში, რეგიონის განვითარების ეკონომიკის გამოწვევები, რელიგიის როლი რეგიონული უსაფრხოების საკითხებში და სხვა.

სტუდენტები ლექცია-სემინარებს 3 კვირის განმავლობაში მოისმენენ. მათთვის მომზადებულია კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ფარგლებში სტუდენტები საქართველოს სხვადსხვა მხარეში იმოგზაურებენ, ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას და თანამედროვეობას გაეცნობიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42