„ერთი შემთხვევა ყველაზე ცუდად მახსენდება. სტუდენტობის პერიოდში ვაკის პარკში რომელიღაც კონცერტზე ვიყავით მეგობრები. უცებ მომესმა ვიღაცის ძახილი: “ცაავა, ცაავა, გააჩერე!”. ვიღაც გამორბოდა ჩემკენ, მე ფეხი დავუდე და წაიქცა. მიცვივდნენ ბიჭები და ჩემ თვალწინ აჩეხეს. დაახლოებით 20-ჯერ დაარტყეს დანა. შოკში ვიყავი.
სასწრაფოს ჩემს ძმაკაცთან ერთად გავყევი. საავადმყოფოში სრული განუკითხაობა იყო, არავინ აქცევდა ყურადღებას, ის კი სისხლისგან იცლებოდა. უცებ ამ დაჭრილმა მომკიდა ხელი და მთხოვა, მიშველეო.
გავვარდი გარეთ, გავაჩერე სამარშრუტო ტაქსი, ხალხი გამოვყარეთ, საკაცით ეს ბიჭი ჩავაწვინეთ და გადავიყვანეთ სხვა საავადმყოფოში. გადარჩა! ეს იყო საშინელი ამბავი და ამას პირველად ვყვები. ჩემმა წამოდებულმა ფეხმა ლამის ადამიანი შეიწირა.“- აცხადებს მსახიობი.
წყარო „სარკე“
მასალის გამოყენების პირობები






