ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო სახანძრო-სამაშველო ძალები სრულ მზადყოფნაში არიან - საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახური
საზოგადოება - 23:19, 16 Jun, 2018     4383

ამინდის გაუარესებისა და უხვის ნალექის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, საქართველოს რამდენიმე რეგიონში აწარმოეს სამაშველო სამუშაოები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობდა: გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლსა და კახეთის რეგიონში. ​

​"ამ დროისთვის სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია.

სოფელ ნასაკირალში ნაძვზე მეხის დაცემის შედეგად ცეცხლი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძარი ლიკვიდირებულია.

ბახმაროში მეხის ჩამოვარდნამ 54 წლის მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.

​მცხეთა-მთიანეთში ფშავის გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო, რამდენიმე საათი შეზღუდული იყო სამანქანო მოძრაობა.

ქვემო ქართლში, მარნეულში ძლიერი ნალექის გამო, 8 საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა უკვე დაასრულეს ამოტუმბვითი სამუშაოები. გარდა ამისა, დაიტბორა რუსთავის მე-8 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორია.

კახეთში წყლის მოვარდნის გამო ჩაიხერგა გომბორი-თელავის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი, რის გამოც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში სამანქანო მოძრაობა შეიზღუდა. გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია, მოძრაობა აღდგენილია.

გურჯაანში დაიტბორა გამგეობის შენობის სარდაფი და ერთი საცხოვრებელი სახლი. ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია.

​ბახმაროში მომხდარი უბედური შემთხვევის გარდა, სხვა რეგიონებში სტიქიის გამო დაშავებულები არ არიან.

16-18 ივნისს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალები სრულ მზადყოფნაში არიან, რათა დროულად მოხდეს ყველა შემთხვევაზე რეაგირება." - ნათქვამმია უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42