პროგრამის „მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან” ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
განათლება - 14:51, 15 Jun, 2018     1951

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა “eTwinning plus”-ის მონაწილე მასწავლებლებისთვის კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მიზანი იყო ისტორიული და კულტურული ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და კულტურული მემკვიდრეობის თემაზე საუკეთესო საპროექტო იდეების განხილვა.

კონფერენციის ფარგლებში პროგრამის მონაწილე მასწავლებლებს ჩაუტარდათ მასტერკლასი „კულტურული მემკვიდრეობა“, რომელიც აგებულია ICOMOS - საქართველოს მიერ გამოცემული დამხმარე სახელმძღვანელოს - „კულტურული მემკვიდროების ძეგლებისა და ისტორული ქალაქების დაცვა - შესავალი კურსი საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეთათვის“ მიხედვით. მასტერკლასი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: კულტურული მემკვიდრეობის რაობა; ღირშესანიშნავი ადგილის აღქმა; კულტურული მემკვიდრეობის საფრთხეები და დაზიანების მიზეზები; კულტურული მემკვიდრეობს დაცვა და მართვა; სოციალურ-ეკონომიკური და ტურისტული განვითარება; ინფორმირებულობა და პოპულარიზაცია.

კონფერენციაზე ბრიტანეთიდან მოწვეულმა „eTwinning“-ის ამბასადორმა, სანდრა ანდერვუდმა, პროგრამის მონაწილე მასწავლებლებს ჩაუტარა ვორქშოფი და გაუზიარა საკუთარი გამოცდილება.

ასევე, კონფერენციის ფარგლებში დაჯილდოვდნენ ტურისტული გზამკვლევების კონკურსის “საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა“ მონაწილე მოსწავლეები.

“კულტურული მემკვიდრეობის თემა უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს მასწავლებლებს, რათა შეიქმნას უნიკალური სასწავლო გამოცდილება, რომელიც ხელს შეუწყობს კულტურათშორისი საგანმანათლებლო პრაქტიკის გამოყენებას და ევროპული თანამშრომლობის გაძლიერებას” - განაცხადა პროგრამის მენეჯერმა ხატია მატკავამ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკომისიის დახმარებით 2013 წლის მარტის თვიდან ახორციელებს მასწავლებელთა დამეგობრების პროგრამას (eTwinningplus), რომლის მიზანია ქართველ და ევროპელ მასწავლებელთა დამეგობრება, კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება. Etwinning-ის ფარგლებში ქართველი მასწავლებლები თანამშრომლობენ ევროპელ კოლეგებთან, რათა ერთობლივად დაგეგმონ საგანმანათლებლო პროექტები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42