"ამ პოლიციელმა სცემა ეს ბიჭი​"- ახალი დეტალები მუხაესტატეში მომხდარ მკვლელობაზე
კრიმინალი - 12:29, 15 Jun, 2018     1603
სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობის საქმე - ადგილობრივთა ნაწილი აცხადებს, რომ მოკლული პოლიციელი ბუტა ანთაძე ახალგაზრდებს სისტემატურად ავიწროებდა, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულ ბ.ტ-ს, დაკავებულის მეზობლები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა წარსულში სწორედ ანთაძემ დააკავა და, საბოლოოდ, ეს უკანასკნელი წვრილმანი ხულიგნობისთვის გაასამართლეს.

„ეს ნაცემი ბიჭი, ბიძაშვილთან ერთად, შიმშილობის აქციას აწყობდა. ამ პოლიციელმა სცემა ეს ბიჭი. რამდენი განცხადება დაიწერა მის გადაყვანაზე, მაგრამ არ გადაიყვანე, არ მოგვაცილეს. თუკი ვინმე ცხოვრობს აქ, უკმაყოფილო იყო ყველა. ავიწროებდა მთელ ახალგაზრდებს, ცენტრში არ მოხვიდეთ და არ დადგეთო“- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ მოკლული პოლიციელის ახლობლები.

„არანაირი კონფლიქტური პიროვნება არ იყო, სიმართლის მოყვარული კაცი იყო და ყველანაირად გვერდში ედგა სახელმწიფოს და ხალხს,“-ამბობს მოკლული ბუტა ანთაძის ბიძაშვილი.

35 წლის პოლიციელი დღეს, გამთენიისას მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული 27 წლის მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42