„სიკვდილის წინ განწირული ყვირილი მომესმა... ლურსმნიანი ფიცარი სახეში ჩაარტყეს“ - ნაძალადევში მომხდარი მკვლელობის დეტალები
კრიმინალი - 11:52, 14 Jun, 2018     7760
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ქართველიშვილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. 35 წლის დავით გუზიტაშვილს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.თვითმხილველის თქმით, გარდაცვლილს დაზიანებები ფიცრის ნაჭრით აქვს მიყენებული.

„როგორც ვიცი, ერთად სვამდნენ და მერე რაღაც შეკამათება მოუვიდათ, გარდაცვლილს დაზიანებები აქვს ბლაგვი საგნით, მგონი, სახეში ცემა ფიცრის ნაჭრით" - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

,,არაფერი არ ვიცი, განწირული ყვირილი იყო, მაგისთანა ყვირილი ჩემს ცხოვრებაში არ გამიგია, სიკვდილის წინ განწირული ყვირილი მომესმა" - აცხადებს ადგილოვრივი მცხოვრები.

დაზიანებები მიიღო კონფლიქტში მონაწილე მეორე პირმაც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს თუმცა მკურნალობაზე უარი განაცხადა. ექიმის ინფორმციით, დამნაშავე საავადმყოფოში შეყვანისას უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და მკურნალობაზე უარი განაცხადა.

„შემოყვანილია 36 წლის მამაკაცი უგონო ნასვამ მდგომარეობაში კონტაქტში ვერ შემოდიოდა და ჩივილებს ვერ წარმოადგენდა ჩაუტარდა შესაბამისი პროცედურები და პაციენტმა მკურნალობაზე უარი განაცხადა და ხელწერილის საფუძველზე გაწერილია კლინიკიდან "- აღნიშნა მორიგე ექიმმა.

როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობის) მუხლით აღიძრა, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42