პროექტზე ისაუბრებენ ცნობილი ფოტოგრაფი მარტინ პარი,კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი
ირაკლი გვილავა და პროექტის სხვა მხარდამჭერები.
11-16 ივნისს თბილისს ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფი, „მაგნუმის“ სრულუფლებიანი წევრი მარტინ პარი სტუმრობს. 1980-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფოტოგრაფი
და პრესტიჟული სააგენტო „მაგნუმის“ წევრი საქართველოში თბილისის მერიის მოწვევით ჩამოვიდა. ფოტოები, რომელსაც ის გადაიღებს თბილისში, „მაგნუმის“ სხვა ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ ფოტოებთან ერთად, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონში გამოიფინება.
ასევე გაიმართება წიგნის „თბილისი მარტინ პარის მიერ/City Book Tbilisi by Martin Parr“ პრეზენტაცია, რომელიც ფოტოგრაფის თბილისში გადაღებული ფოტოების მიხედვით შეიქმნება და ერთ-ერთ ცნობილ გერმანულ გამომცემლობასთან Prestel Publishing - თან თანამშრომლობით მიუნჰენში გამოიცემა.
მასალის გამოყენების პირობები