თბილისში, ხვიჩიას 17 ნომერში, „წითელ ბაღში“ ორი ნაძვი მოჭრეს.
მოსახლეობის განცხადებით, ბაღში გარკვეული სამუშაოები დაიწყო, თუმცა ბანერი არ დაუდგამთ, სადაც მითითებული იქნება, თუ ვინ აწარმოებს სამუშაოებს და არის თუ არა თბილისის მერიის პროექტი.
„ნიუპოსტის“ საკითხის გადამოწმებას დედაქალაქის მერიაში ცდილობს.
რაც შეეხებათ ადგილობრივ მკვიდრებს, ისინი აცხადებენ, რომ მოიჭრა ჯანსაღი ხეები, რისი უფლებაც მათ არ ჰქოდნათ.
„მოჭრეს ჯანსაღი ორი დიდი ნაძვი, გადათხარეს თავიდან ბაღი, არ დაუდგამთ არავითარი ბანერი ან მიმთითებელი რაიმე წარწერა, ვინ აწარმოებს ამ სამუშაოებს? ამის უფლება არ ჰქონდათ, ვითხოვთ განმარტებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ზომებს მივმართავთ, გვითხრან რატომ მოჭრეს ეს ჯანსაღი ხეები?", - აცხადებენ ადგილობრივები.
პირები, რომლებმაც ხის მოჭრის სამუშაოები აწარმოეს,ა ცხადებენ, რომ ხეები იყო დაზიანებული და იმიტომ მოჭრეს. მოსახლეობა კი აცხადებს, რომ მათ ხეები ძალით დააზიანეს, რადგან მიმდებარე ტერიტორიის გასხვისება აქვთ გადაწყვეტილი.








მასალის გამოყენების პირობები






