ახალგაზრდები აცხადებენ, რომ "მთავრობის ადგილი საშარდე კონტეინერშია".
სტუდენტები ამ ფორმით მარნეულში მომხდარ შემზარავ ფატქს აპროტესტებენ.
„ჩანს, რომ ხელისუფლება პანიკაშია. სწორედ ამ ფაქტს გადაჰყვება ხელისუფლება,“-ამბობს აქციის მონაწილერ სტუდენტი თაკო მეტრეველი.
ცნობისთვის, მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება.
პროკურატურა მომხდარზე გამოძიებას ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე აწარმოებს, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი პირია დაკავებული.
„ნიუპოსტს“ მთავარ პროკურატურაში უთხრეს, რომ საქმეზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, შედეგების შესახებ კი საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან.
სკანდალური ვიდეო სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
ფაქტს საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები






