„ვთქვათ, ეთიკური ნორმები დაირღვა, ხომ არ უნდა დამხვრიტონ?“ - ექიმ-ტრავმატოლოგი მურთაზ მამაგეიშვილი
საზოგადოება - 11:52, 13 Jun, 2018     7403

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მომხდარი შემთხვევა - ექიმ-ტრავმატოლოგი მურთაზ მამაგეიშვილი გუშინ ეთიკური კომისიის გადაწყვეტილებით სამსახურიდან იქნა გათავისუფლებული. საუბარია ორი დღის წინ მომხდარ შემთხვევაზე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნინო კვიტაიშვილის განცხადებით, მას მამაგეიშვილმა სამედიცინო მომსახურებაზე უარი პოლიტიკური კუთვნილების გამო უთხრა.

კვიტაიშვილის განცხადებით, მან დაბეჟილობები სხეულზე პარლამენტის წინ აქციის დროს სამართალდამცავებთან დაპირისპირებისას მიიღო, ამის შემდეგ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკას მიმართა, მურთაზ მამაგეიშვილმა კი განუცხადა, რომ „უფრო მეტი უნდა მოხვედროდა“. ამის გამო კვიტაიშვილმა ინგოროყვას კლინიკის ადმინისტრაციას მიმართა და ექიმი-ტრავმატოლოგი ეთიკის ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა. ეთიკის საბჭომ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება და მამაგეიშვილი გაათავისუფლეს, ასევე მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს, შეისწავლოს ფაქტი და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება შეუჩერდება თუ არა ლიცენზია ექიმ-ტრავმატოლოგს და რა ხანგრძლივობით.

მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში ექიმმა-ტრავმატოლოგმა მურთაზ მამაგეიშვილმა მომხდარზე ისაუბრა. მისი თქმით, კვიტაიშილს არ აღენიშნებოდა დაზიანებები, მაგრამ პაციენტი ცნობაში გაცილებით სერიოზული დაზიანებების მითითებას ითხოვდა, ამის ფონზე კი მან პაციენტს განუცხადა: „მეტი დაზიანებები რომ იყოს, მეტი უნდა ექნათ და მაშინ დაფიქსირდებოდა ეს ყველაფერიო“. მამაგეიშვილი აცხადებს, რომ კვიტაიშვილმა მისი სიტყვების ინტერპრეტირება მოახდინა.

„ყველა დანაშაულს აქვს თავისის სასჯელი, ვთქვათ, იყო ეთიკის ნორმების დარღვევა, ხომ არ უნდა დამხვიტრონ ამისთვის და ექიმობა ამიკრძალონ? ბატონმა გოჩამ, ალბათ, დაიჯერა, რომ ეს ასე იყო, ვისი ინტერესები იყო, არ ვიცი, ფაქტი ფაქტად მოხდა. განმიცხადა განთავისუფლებ სამსახურიდან ეთიკური ნორმების დარღვევის გამოო“, - განაცხადა მამაგეიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42