მოკლემეტრაჟიანი ფილმების მარათონის ParaShoot გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საზოგადოება - 10:42, 13 Jun, 2018     1475

კინოთეატრ “ამირანში” სოციალურ თემებზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების მარათონის, ParaShoot გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მარათონიამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორიასთან თანამშრომლობითა და თიბისის მხარდაჭერით ჩაატარა. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სოციალური საკითხების წინ წამოწევას და კინოინდუსტრიაში ახალი სახეების აღმოჩენას.

ParaShoot-ში მონაწილეობას იღებდა მოყვარული და პროფესიონალი რეჟისორების, სცენარისტებისა და პროდიუსერებისგან შემდგარი 20 გუნდი. მათ 72 საათის განმავლობაში დაგეგმეს, გადაიღეს და დაამონტაჟეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები სოციალურ თემებზე, რომლებიც პროექტის მხარდამჭერი და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ იყო წარდგენილი.

დისკრიმინაცია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარება - ეს თემები მონაწილეებს გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) შესთავაზა, ეკოლოგიის თემა - თიბისიმ.

ექსპერტთა გუნდმა გამარჯვებული ფილმები ორ კატეგორიაში შეარჩია: პროფესიონალები და მოყვარულები. პროფესიონალების კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა გუნდმა KC, ფილმით - “Definitions”, რომელიც დისკრიმინაციის თემაზეა გადაღებული. მოყვარულების კატეგორიაში საუკეთესოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები თემაზე გადაღებული ფილმი „როქი“ დასახელდა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს სხვადასხვა პრიზით (Macbook Pro, iPad Pro) და ფულადი პრემიით, რათა მომავალშიც განაგრძონ სოციალური თემების მხარდაჭერა.

საკუთარი რჩეული ფილმი გამოავლინა თიბისიმაც. გუნდი - Ecofilms ეკოლოგიის თემაზე გადაღებული ფილმისთვის ბანკმა სპეციალური პრიზით, ფულადი პრემიით დააჯილდოვა.

ParaShoot-ი ამერიკის საელჩოს პროექტია. მარათონს ატარებს დემოკრატიის ლაბორატორია. პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42