კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავჯდომერემ მარია ჯაშმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს, აღმასრულებელი დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, აშშ-ის ელჩის მოადგილემ ელიზაბეთ რუდმა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრმა გიორგი მაჩაბელმა.
კონფერენციას 200-ზე მეტი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინგისურისა და გეოგრაფიის მასწავლებელი, 50-ზე მეტი ქართველი და უცხოელი განათლების ექსპერტი დაესწრო.
მასწავლებლებმა იმსჯელეს მოსწავლის მოტივაციის გაზრდაზე ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისადმი, როგორ უნდა შეცვალონ მასწავლებლებმა მიდგომები, რათა გაკვეთილი მეტად მოსწავლეზე ორიენტირებული, ინტერაქტიული და დინამიური გახადონ.
მასწავლებლებმა განათლების ექსპერტებთან ერთად იმსჯელეს მოსწავლის ჰოლისტური განვითარების ხელშემწყობ სასწავლო გარემოზე, ტექნოლოგიების როლზე სწავლა-სწავლების პროცესში და ინოვაციურ სწავლებაზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
კონფერენციის ფარგლებში მასწავლებლები თავიანთი საუკეთესო პრაქტიკის პოსტერ პრეზენტაციის ფორმატში დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ. ასევე, მოეწყო საქართველოში არსებული ინოვაციური სასწავლო რესურსის გამოფენა.
STEM EXPO-ს ფარგლებში თანამედროვე საკომუნიკაციო-ტექნოლოგიური სასწავლო რესურსების გამოფენაც გაიმართა. გამოფენაში ჩართული იყვნენ როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. გამოფენილი რესურსის გამოყენება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, გეოგრაფიისა და ინგლისურის მასწავლებლებს დაეხმარება სასწავლო პროცესი მეტად ეფექტური, მოსწავლეების მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მორგებული და სახალისო გახადონ.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის 2015 წლის 25 დეკემბერს გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ცენტრის მიერ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური და ექსპერტული მხარდაჭერით 7-12 კლასების ზუსტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, გეოგრაფიის და ინგლისურის, ასევე საჯარო სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
საერთო ჯამში პროგრამის ფარგლებში 25 000 მდე სპეციალისტი გაივლის გრძელვადიან მომზადებას, რომელიც ტრენინგების მიღმა მოიცავს სასწავლო შეხვედრებს, რესურსების განვითარებას და ახალი პრაქტიკის სასკოლო გარემოში დანერვის ხელშეწყობას.
მასალის გამოყენების პირობები