თსუ-სა და კლინიკა „პინეოს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოება - 12:46, 12 Jun, 2018     1741

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „პინეო სამედიცინო ეკოსისტემას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა იაგორ კალანდაძემ მოაწერეს.

„სტუდენტები გაივლიან უაღრესად საინტერესო და საჭირო პრაქტიკებს „პინეოში“. ამავე დროს, ჩვენი უნივერსიტეტის დიდი ხნის ამოცანაა სწავლების გადაყვანა პრობლემებზე დაფუძნებული სწავლებაზე - სტუდენტები მომავალ პროფესიას დაეუფლებიან სტუდენტობის პერიოდში, პროფესიონალების გვერდით მუშაობისას. ეს ხელს შეუწყობს მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში. გარდა ამისა, მემორანდუმი საშუალებას აძლევს ჩვენ აკადემიურ პერსონალს ითანამშრომლოს კლინიკასთან,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

კლინიკა „პინეოს“ ხელმძღვანელის იაგორ კალანდაძის თქმით, თანამშრომლობა თსუ სტუდენტებსა და ჰოსპიტალის პერსონალს შორის ხელს შეუწყობს ცოდნის განახლებასა და დარგის განვითარებას: „საუნივერსიტეტო გარემო ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მაღალტექნოლოგიური და სწრაფადგანვითარებადი დარგისთვის, როგორიც არის მედიცინა. იმედი მაქვს, რომ ის მუდმივი უკუკავშირი, რომელიც ჩვენი ჰოსპიტალის პერსონალსა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს შორის იქნება, აუცილებელი გარანტიაა განვითარებისთვის, თანამედროვე და აქტუალური ცოდნის განახლებისთვის. თსუ მედიცინის ფაკულტეტი ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტია სამედიცინო განათლების სივრცეში და, დარმწუნებული ვარ, სასარგებლო იქნება ეს თანამშრომლობა, როგორც სტუდენტებისთვის ისე ჩვენი კლინიკისთვის.“

მედიცინის ფაკულტეტის დეკანის, დიმიტრი კორძაიას თქმით, კლინიკებთან ურთიერთობა და კლინიკების სექტორის განვითარება უნივერსიტეტში აუცილებელი პირობაა სამედიცინო განათლების ხარისხისთვის: „ამ თვალსაზრისით, ორი მიმართულებით მუშაობს უნივერსიტეტი: ზრუნავს საკუთარი კლინიკის განვითარებაზე და ქმნის წარმატებულ კლინიკათა კოალიციას თავის გარშემო. ამ კლინიკებთან გვაქვს, არამარტო პედაგოგიური-სასწავლო-სამეცნიერო, არამედ, მომავალზე ორიენტირებული მსოფლმხედველობრივი თანამშრომლობა. ერთ-ერთი ასეთი მოწინავე კლინიკა,რომელიც დღეიდან საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსით იქნება ჩვენი თანამშრომელი, გახლავთ „პინეო.“

ხელშეკრულების საფუძველზე კლინიკა უზრუნველყოფს თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების და რეზიდენტების მიერ სასწავლ-პრაქტიკული კურსების გავლას. აღნიშნული კურსის გავლისას კლინიკა უზრუნველყოფს მის მმართველობაში არსებული სამედიცინო აღჭურვილობის, ადამიანური და სხვა აუცილებელი რესურსების მონაწილეობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42