მოზარდების მკვლელეობის საქმე ხორავას ქუჩაზე - მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ნებისმიერ სოლიდარობის აქციას შეუერთდება. მისი თქმით, მოუწევს გენინსპექციაში და საგამოძიებო კომისიის სამუშაოებში ჩართვა, თუმცა სოლიდარობის აქციებს აუცილებლად შეუერთდება.
„სოლიდარობის აქციები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, ხან გენინსპექციაში ვიქნები მისასვლელი, ხან - კომისიაში, თავისუფალი დრო როცა მექნება, აუცილებლად შევუერთდები ნებისმიერ აქციას. პოლიტიკოსებმა კი არა, მთელმა საქართველომ უნდა გააგრძელოს ეს აქციები, მე თუ მკითხავთ. მე გამაპოლიტიზირეს, თითქოს პოლიტიკურ მოთხოვნებს ვაყენებდე, გახარიას ქმედება არ იყო გუშინ გადაცდომა? პირდაპირ მშვიდობიან მოსახლეობაზე რომ დაიწყო ზეწოლა და გაქრობა, გამოაცხადეს, ვითომ ტერორისტები შემოსულანო? ტერორისტები როგორ მოვიდნენ იმ აქციამდე, ამაზე რატომ არ სცემენ პასუხს? ჩართული ვიქნები ჩვეულებრივად, მთელი ჩემი არსებით ვარ ამ აქციის გვერდით, უბრალოდ, ახლა ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა წავიდეს ეს გამოძიება, რომ ყველა პოლიციელი იყოს დასჯილი. როგორც კი საჭიროება მოითხოვს ჩემს აქციაზე დაბრუნებას, მივატოვებ ყველაფერს და წავალ ეგრევე“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






