"ხანდახან ვფიქრობ, განა ღირს ასეთი ცხოვრება?" - ღარიბაშვილების უკიდურესი გასაჭირი და შიმშილისთვის განწირული ადამიანების ისტორია
საზოგადოება - 10:31, 12 Jun, 2018     2302
ეს ადამიანები სავალალო მდგომარეობაში იმყოფებიან. ყოველ ახალ დღეს მათთვის ახალი გასაჭირი მოაქვს, შველა კი არსაიდან ჩანს.

დარია და ალექსი 50 წლის წინ დაქორწინდნენ, დიდი და ბედნიერი ოჯახის შექმნაზე ოცნებობდნენ, თუმცა ბოროტმა განგებამ მათ თავიდანვე დიდი დარტყმა მიაყენა. პირველ შვილს თანდაყოლილი ცერებრალური დამბლა აღმოაჩნდა. ახლობლები არწმუნებდნენ მშობლებს, რომ უმჯობესი იქნებოდა თუკი ისინი ბავშვზე უარს განაცხადებდნენ, მაგრამ დედა-მამამ პატარა ლელა სახლში წაიყვანა, რამეთუ ასეთი უსულგულო ნაბიჯის გადადგმა მათ არ შეეძლოთ.

მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ბავშვისთვის ნორმალური გარემო შეექმნათ, ემკურნალათ და არ მოეკლოთ ყურადღება. დედა საოჯახო საქმეებით იყო დაკავებული, მამა კი მთელ დღეებს სამსახურში ატარებდა, რათა ცოლ-შვილი ერჩინა. ასე გრძელდებოდა მრავალი წელი...

შემდეგ კი ოჯახში ახალი უბედურება დატრიალდა. როდესაც ალექსი პენსიაზე გავიდა, მას ინფარქტი დაემართა, რამაც იგი საწოლს მიაჯაჭვა…

დღეს ეს ადამიანები უმძიმეს ვითარებაში ცხოვრობენ. „არაფერი გვახარებს, დღეები ერმანეთს ჰგვანან, გაგვაქვს თავი როგორც შეგვიძლია… ვუვლი ავადმყოფ მეუღლეს და 50 წლის ქალიშვილს, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეუძლია ჭამა, დაბანა, თავის მოვლა … ხშირად ვტირი, ხანდახან კი ვფიქრობ - განა ღირს ასეთი ცხოვრება? განა სიკვდილი არ სჯობს? მაგრამ ვინ მოუვლის ჩემი ოჯახის წევრებს?“, - ამბობს სასოწარკვეთაში ჩავარდნილი დარია ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილების ოჯახი შიმშილობს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მათი პენსია და სოციალური შემწეობა მედიკამენტებზე იხარჯება და ხშირად პურის ფულიც არ გააჩნიათ. ამ ოჯახში გამეფებულია სიდუხჭირე, უძლურება და სასოწარკვეთა, რამაც შეუძლებელია, რომ არ დათრგუნოს ნებისმიერი ადამიანი!

მეგობრებო, თუ გაქვთ დახმარების სურვილი, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ღარიბაშვილების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან: chernovetskyifund.ge.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42