თბილისში, ძლიერი წვიმის შედეგად, 01:00 საათის მონაცემებით, , საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 153 შეტყობინება შევიდა. უწყების განცხადებით, შეტყობინებების ნაწილი ფიქტიური აღმოჩნდა
ყველაზე მეტი შეტყობინება დაფიქსირდა გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან
შეტყობინებები შევიდა ასევე: დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის და ვაკე-საბურთალოს რაიონებიდან
უწყების ინფორმაციით, მთელი ქალაქის მასშტაბით, სამაშველო სამუშაოებში ჩართულია თბილისის ყველა სახანძრო-სამაშველო სამსახური
ღამით გავრცელებული ინფორმაციით, წყლის ძლიერმა ნაკადმა დააზიანა გლდანი-სოფელი გიორგიწმინდის დამაკავშირებელი გზა
მეხანძრე-მაშველებმა უნივერსიტეტის ქუჩაზე ჩარჩენილი მანქანების უსაფრთხო გაყვანა უზრუნველყვეს
ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ხის წაქცევის გამო გზა ჩაიხერგა, ამ დროისთვის, გზა გაწმენდილია და შეფერხებები მოხსნილია
მეხანძრე-მაშველებმა უზრუნველყვეს იმ მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილება, რომლებიც ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობდნენ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ შეტყობინება არ შესულა
მასალის გამოყენების პირობები






