თსუ-ში „ქართული ენა 1, ქართული ენის პრაქტიკული კურსი უცხოელთათვის“ - პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება - 17:10, 11 Jun, 2018     1542

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ რამაზ ქურდაძის წიგნის „ქართული ენა 1. ქართული ენის პრაქტიკული კურსი უცხოელთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი განკუთვნილია ქართული ენის უცხოელ შემსწავლელთათვის, ინგლისურენოვანი სტუდენტებისთვის. წიგნში წარმოდგენილია 15 გაკვეთილი: ქართული ანბანი ი. გოგებაშვილის პრინციპების მიხედვით და 65 სავარჯიშო.

პრეზენტაციას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თსუ პროფესორები, სტუდენტები ესწრებოდნენ.

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის თქმით, პროფესორ რამაზ ქურდაძის გამოცდილება ქართული ენის სწავლის მსურველებს ძალიან დაეხმარებათ: „მნიშვნელოვანი გამოცემაა. უცხოელები ამ წიგნის მეშვეობით შეისწავლიან ქართულ ენას. ამ ტიპის გამოცემებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, რომელიც ცდილობს თავის ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიოს კულტურულ რუკაზე.“

პროფესორ რამაზ ქურდაძის განცხადებით, წიგნში წარმოდგენილი სავარჯიშოები იმ სალექციო კურსის ნაწილია, რომელსაც თსუ პროფესორები ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტებში კითხულობდნენ: „ეს არის პრაქტიკული სავარჯიშოების კრებული. ამ მეთოდით ლექციებს ვკითხულობდით სტონი ბრუკის უნივერსიტეტში, დარტმუნდის კოლეჯში, ლეიდენის უნივერსიტეტში, ბრემენის უნივერსიტეტში. ამ ლექციებისთვის შედგენილი სავარჯიშოები თავისი გრამატიკული ინსტრუქციებით, შენიშვნებით თავმოყრილია კრებულში; თან ახლავს ინგლისურ-ქართული ლექსიკონიც.“

რამაზ ქურდაძემ ასევე აღნიშნა, რომ მომავალში იგეგმება ახალი წიგნის „ქართული ენა 2“-ის გამოცემა, რომელიც უკვე აპრობირებულია ლეიდენისა და ბრემენის უნივერსიტეტებში.

„ქართული ენა 1, ქართული ენის პრაქტიკული კურსი უცხოელთათვის“ გამოიცა თსუ გამომცემლობაში. წიგნი იყიდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42